დღევანდელ გეოპოლიტიკურ ვითარებაში შუა დერეფნის მნიშვნელობა კიდევ უფრო იზრდება. აზერბაიჯანის გავლით, კერძოდ, კასპიის ზღვის გავლით ტვირთების მოცულობა ყოველწლიურად იზრდება და კიდე უფრო გაიზრდება, განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან გაფართოებული შეხვედრის შემდეგ.
„ამიტომ, აზერბაიჯანში სატრანსპორტო და ლოგისტიკური შესაძლებლობები გაფართოვდა. ჩვენ ვამატებთ ბაქოს პორტის გამტარუნარიანობას 25 მილიონ ტონამდე. რკინიგზა, გემთმშენებლობა და სხვა სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა ყველაზე თანამედროვე დონეზეა აყვანილი“, - აღნიშნა ალიევმა.
(TITR ) ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი, ჩინეთზე, ყაზახეთზე, კასპიის ზღვაზე, აზერბაიჯანზე, საქართველოსა და თურქეთზე გადის. მისი მეშვეობით, შავი ზღვის გავლით ევროპის ქვეყნებისკენ ტვირთების გატანაა შესაძლებელი.