მილიონერების ემიგრაციის მხრივ, პირველ ადგილზე ჩინეთია. გასულ წელს ქვეყანა 10 800-მა ადამიანმა დატოვა. მოსალოდნელია, რომ წელს გადინება 13500 მილიონერი იქნება. ჩინეთისთვის ასეთი გადინება კრიტიკულია, რადგან ჩინეთის ეკონომიკის ზრდა შენელდება. ამის შესახებ საკონსულტაციო კომპანია Henley & Partners-ის წლიური ანგარიშიდან ირკვევა.
ჩინეთს მოსდევს რუსეთი. 2022 წელს რუსეთი 8,5 ათასმა მილიონერმა დატოვა. რუსეთში წელს 3000 მილიონერის გადინებაა პროგნოზირებული.
მილიონერების ემიგრაციის მხრივ, შემდეგ ადგილზე ინდოეთი. 2022 წელს ქვეყნიდან 7 500 მილიონი ადამიანი დატოვა, წელს გადინება 6 500 ადამიანზეა პროგნოზირებული.
თუმცა, ამ ქვეყანაში ახალი მილიონერების რიცხვი უფრო სწრაფად იზრდება, ვიდრე მდიდარი ემიგრანტების რაოდენობა.
კვლევამ აჩვენა, რომ მილიონერებისთვის ყველაზე მიმზიდველ ადგილად რჩებიან ავსტრალია (+3800 2022 წელს და +5200 2023 წელს), არაბეთის გაერთიანებული საამიროები (+5200 და +4500 შესაბამისად) და სინგაპური (+2900 და +3200).
აღსანიშნავია, რომ 2022 წელს კერძო კაპიტალის ყველაზე დიდი შემოდინება დაფიქსირდა არაბთა გაერთიანებულ საემიროებში (5200 მილიონერი). ამ ინდიკატორის უახლოესი კონკურენტი ავსტრალია იყო (3800 მდიდარი პირი). გასულ წელს აშშ-ში 1500 მილიონერი ჩავიდა, გერმანიაში - 200 მდიდარი ადამიანი.
ცნობისათვის, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, დასავლეთმა მძიმე სანქციები დაუწესა, მათ შორის კრემლის მოკავშირე ოლიგარქებს.