მეტროსადგურ „გოცირიძის“ რეაბილიტაცია, დაახლოებით, 3.5 მლნ ლარი დაჯდება

თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ მეტროსადგურ „გოცირიძის“ რეაბილიტაციის პროექტი აგვისტოში დაიწყო.

მისი თქმით, სარეაბილიტაციო სამუშაოებს სავარაუდოდ, სამი თვე დასჭირდება

„მეტროსადგურ „გოცირიძის“ რეაბილიტაციის პროექტი აგვისტოში დაიწყო. ამ ეტაპზე, ვესტიბიულს კაპიტალურად არემონტებენ და ბაქნის გადახურვის სამუშაოები ხორციელდება. ასევე, მიმდინარეობს სამხარაულის ექსპერტიზა ბაქნის მდგრადობაზე და შემდგომი ექსპლუატაციის უსაფრთხოებაზე. ექსპერტიზის დასკვნის შესაბამისად, გადაიდგმება შემდგომი ნაბიჯები და სამუშაოებს სავარაუდოდ, სამი თვე დასჭირდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მეტროსადგურ „გოცირიძის“ რეაბილიტაციის პროექტი დაახლოებით, 3.5 მილიონი ლარის ღირებულებისაა.

8 თებერვლდან თბილისში, რუსთავსა და ქუთაისში მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა აღდგა.

მეტროსადგური "გოცირიძე" მგზავრებს სამი თვის განმავლობაში ვერ მოემსახურება.