ნორვეგია და დანია შეთანხმდნენ, რომ უკრაინას დამატებით, 9000 საარტილერიო ჭურვი გაუგზავნონ, განაცხადა ნორვეგიის თავდაცვის სამინისტრომ ხუთშაბათს.
განცხადებაში ნათქვამია, რომ ნორვეგია უზრუნველყოფს ჭურვებს, ხოლო დანია სხვა საჭირო აღჭურვილობას, ნორვეგია კიევს ასევე ჩუქნის 7000 ტყვიას საკუთარი მარაგიდან.
საარტილერიო ტყვიების გამოყენება შესაძლებელია რამდენიმე ტიპის არტილერიაში, მათ შორის M109 Howitzer-ზე, რომელიც ნორვეგიამ ადრე აჩუქა კიევს.
უკრაინის პრეზიდენტმა NATO-ს ამ ორ ქვეყანას მათ მიერ გაღებული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.
„საარტილერიო ჭურვების დამატებითი პარტია უკრაინას ძალიან სჭირდება ბრძოლის ველზე. ჩვენ ერთად ვაახლოებთ ჩვენს საერთო გამარჯვებას", - დაწერა Twitter-ზე ვოლოდიმირ ზელენსკიმ.