თურქეთში შვეიცარიის ელჩი ჟან-დანიელ რუხი დაიბარეს თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში, იუწყება Reuters-ი. მისივე თანახმად, ამის მიზეზი 14 ივნისს ციურიხში თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის ფოტოების დაწვა და შეურაცხმყოფელი ლოზუნგები გახდა.
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მეჰმედ ქემალ ბოზბაიმ შვეიცარიის ელჩს ჟან დანიელ რუხს განუცხადა, რომ ეს ქმედებები მიუღებელია. ამასთან, ანკარამ ბერნს გამოძიების წარმოება მოსთხოვა.