საბერძნეთის სანაპიროებთან 15 ივნისს მიგრანტების ნავის ჩაძირვის შედეგად, სულ მცირე 79 ადამიანი დაიღუპა. Reuters-ის ბოლო ცნობების თანახმად, გაიზარდა იმის შიში, რომ მაშველების ასობით ადამიანი, მათ შორის ბავშვები, შესაძლოა, ხალხმრავალი გემის საწყობში დაიღუპა.
საბერძნეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ 104 გადარჩენილი ნაპირზე გამოიყვანეს.
ცნობისთვის, მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, სამართალდამცველებმა ტრეფიკინგში ეჭვმიტანილი სამი პირი დაკითხეს.
ნავი პილოსის სამხრეთ-დასავლეთით დაახლოებით 80 კილომეტრში ჩაიძირა. ნავი ლიბიიდან იტალიაში მიდიოდა, ბორტზე მყოფთა უმეტესობა ახალგაზრა კაცი იყო.
მთავრობამ, მომხდარი ტრაგედიის გამო, სამდღიანი გლოვა გამოაცხადა.