რუსეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების მოცულობა შემცირდა

2023 წლის მაისში, საქართველოს კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემების გამოყენებით ფულადი გზავნილების მოცულობამ 384,9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

პირველ ადგილზეა რუსეთი - ფულადი გზავნილების მთლიანი მოცულობის 40,2%-ით რჩება.

მაგრამ რუსეთიდან გადმორიცხული თანხები გასული წლის მაისთან შედარებით, 50,7%-ით შემცირდა და 154,7 მილიონი დოლარი შეადგინა.


გასულ გაზაფხულზე რუსეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა, რაც უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ მიგრაციის ტალღას უკავშირდება. მანამდე რუსეთიდან საქართველოში 30 მილიონ დოლარამდე იყო გადმორიცხული, მაგრამ 2022 წლის მაისში ეს მაჩვენებელი ათჯერ გაიზარდა და თითქმის 314 მილიონი შეადგინა.

მიმდინარე წლის მაისში საქართველოში ფულადი გზავნილების მიხედვით, მეორე ადგილზეა იტალია, სადაც ქართველი მიგრანტების დიდი რაოდენობა მუშაობს.

მესამე ადგილზეა შეერთებული შტატები.

იანვარ-მაისში, საქართველომ ფულადი გზავნილების სისტემებით ორ მილიარდ დოლარზე მეტი მიიღო. ტრანსფერების მოცულობა 2022 წლის იანვარ-მაისთან შედარებით, 47,9%-ით მეტია. რუსეთიდან დაახლოებით 838,1 მილიონი დოლარი - მთლიანი რაოდენობის 49,4% შემოვიდა.