ოზურგეთის ფოლკლორის ცენტრში, მარიამ ერქომაიშვილის სოლო კონცერტი გაიმართება

20 ივნისს, ოზურგეთის ფოლკლორის ცენტრში, მარიამ ერქომაიშვილის სოლო კონცერტი გაიმართება. ქალაქური და ხალხური ფოლკლორის საღამო ანზორ ერქომაიშვილის ხსოვნას ეძღვნება. ღონისძიება 18:00 საათზე დაიწყება. დასწრება თავისუფალია.

მარიამ ერქომაიშვილი ერქომაიშვილების დიდი მუსიკალური გვარის შთამომავალია, რომელმაც ასევე მუსიკა აირჩია პროფესიად.