პოლიციამ „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერზე, ზურაბ ჯაფარიძეზე თავდასხმის საქმეზე კაცი დააკავა.
შსს-ში აცხადებენ, რომ საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით, რაც ძალადობას გულისხმობს.
- ზურაბ ჯაფარიძეს თავს დაესხნენ
- ბორჯომში, სასტუმროში, სადაც პარტიის ტრენინგი უნდა გამართულიყო, 60-მდე უცნობი პირი ქვებს ისვრის - "გირჩი-მეტი თავისუფლება"
- პოლიტიკურად მოტივირებული ძალადობა ნებისმიერი დემოკრატიული ქვეყნისთვის მიუღებელია - ჰერჩინსკი
შეგახსენებთ, ბორჯომში 17 ივნისს, „ინდივიდუალური თავისუფლების ინსტიტუტის" ბანაკში მყოფ ადამიანებს თავს დაესხნენ, რასაც წინ უძღოდა “გირჩი - მეტი თავისუფლების” ლიდერ, ზურა ჯაფარიძეზე ფიზიკური თავდასხმა - ხსენებულ ბანაკში მას ლექცია უნდა ჩაეტარებინა.
ზურაბ ჯაფარიძესა და ბანაკზე თავდასხმის ფაქტებზე შსს-მ გამოძიება დაიწყო.