ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტით (TITR) სატვირთო გადაზიდვების ზრდის დინამიკა მომდევნო 10 წლის განმავლობაში შენარჩუნდება. ამის შესახებ Trend-ს TITR ასოციაციის გენერალურმა მდივანმა, გაიდარ აბდიკერიმოვმა განუცხადა.
მისივე თანახმად, მარშრუტზე ტვირთების გადაზიდვის მოცულობა ყოველწლიურად იზრდება.
„მაგალითად, 2022 წელს TITR-ის მეშვეობით 33000 TEU-ზე მეტი კონტეინერი - 1,5 მილიონი ტონა ტვირთი გადაიზიდა. წელს ჩვენ ვვარაუდობთ კონტეინერების გადაზიდვის ზრდას 20 პროცენტზე მეტით და მოსალოდნელია მოცულობის ზრდა კიდევ, 35 პროცენტამდე.
საშუალოვადიან პერსპექტივაში (5-10 წელი) ჩვენ ველოდებით ტვირთის გადაზიდვის დინამიკურ და წლიურ ზრდას, რაც შეიძლება, დერეფანზე მაღალი მოთხოვნილების და მონაწილე ქვეყნების ინტერესით აიხსნას. ჩვენს ასოციაციაში და ტვირთის გადაზიდვის მარშრუტის გამოყენება“, - განაცხადა აბდიკერიმოვმა.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ მომდევნო ათწლეულის განმავლობაში, მოსალოდნელია, რომ კონტეინერების გადაზიდვის მოცულობა წელიწადში 150,000 TEU-ს (ოცი ფუტის ეკვივალენტი. TEU- საზომი ერთეული, რომელიც გამოიყენება საკონტეინერო გემებისა და ტერმინალებისთვის ტვირთის ტევადობის დასადგენად) გადააჭარბებს.
ექსკლუზივი: აშშ სატრანსპორტო მარშრუტებზე, მათ შორის შუა დერეფანზე ევროკავშირისა და EBRD-ის კვლევას მხარს უჭერს