TRACECA-ს მარშრუტით, პირველი საპილოტე გადაზიდვის ფარგლებში, ტვირთი ნახევრადმისაბმელიანი მანქანებით ევროპიდან ცენტრალურ აზიაში გადაიზიდა. აზერბაიჯანული მედიის თანახმად, ამის შესახებ TRACECA-ს სამთავრობათაშორისო კომისიის მუდმივი სამდივნოს პრესსამსახური იუწყება.
საქონლის საპილოტე ტრანსპორტირება ნახევრადმისაბმელიანი სატვირთო ტრაქტორებით, სხვადასხვა ქვეყნის სატვირთო ტრაქტორებით განხორციელდა მულტიმოდალური მარშრუტის გასწვრივ: ლიეტუვა - პოლონეთი - სლოვაკეთი - უნგრეთი - რუმინეთი - ბულგარეთი - შავი ზღვა - საქართველო - აზერბაიჯანი - კასპიის ზღვა - ყაზახეთი, რასაც 16 დღე დასჭირდა.
ტრანსპორტირება შესაძლებელი გახდა აზერბაიჯანის, ბულგარეთის, საქართველოს, ყაზახეთისა და ლიეტუვის სამინისტროების მხარდაჭერით, ასევე, საბაჟო ორგანოებისა და ვარნის, ბათუმის, ბაქოსა და კურიკის საზღვაო პორტების აქტიური ჩართულობით.
პირველი საპილოტე ტრანსპორტის განხორციელების იდეა არის ნახევრადმისაბმელიანი ტრანსპორტის განვითარების შესახებ კვლევის მომზადების საბოლოო ეტაპი, რომელიც TRACECA-ს ყველა ქვეყანაში მალე გაიგზავნება.
25 მაისს ტრანსპორტირება ლიეტუვაში რეგისტრირებული სატვირთო ტრაქტორით, ვილნიუსიდან დაიწყო და პოლონეთის, სლოვაკეთის, უნგრეთის, რუმინეთის ტერიტორიების გავლით, ბულგარეთში, ვარნის პორტამდე გაგრძელდა. ევროკავშირის ქვეყნების ტერიტორიებზე მგზავრობის დრო, გაჩერებების გამოკლებით, 37 საათი იყო (25-28 მაისი).
30 მაისს, ტრაქტორის გარეშე, ნახევრადმისაბმელიანი გადამზიდავი, კომპანია - Navigation Maritime Bulgare-ის მეშვეობით, ბათუმის პორტში გაიგზავნა.
ევროპა-კავკასია-აზიის სატრანსპორტო დერეფანი 1993 წელს, ბრიუსელის დეკლარაციის საფუძველზე, საქართველოს, აზერბაიჯანის, სომხეთის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, თურქმენეთისა და უზბეკეთის მონაწილეობით შეიქმნა.