თეგი: TRACECA
საქართველო TRACECA-ს სამთავრობათაშორისო კომისიის თავმჯდომარე ქვეყანა ხდება
საქართველო TRACECA-ს სამთავრობათაშორისო კომისიის შემდეგი თავმჯდომარე ქვეყანა გახდება. ამის შესახებ ინფორმაცია ორგანიზაციის ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი. 2023 წლის 10 თებერვალს თბილისში სამთავრობათაშორისო კომისიის (IGC) TRACECA-ს მეთექვსმეტე ყოველწლიური სხდომა გაიმართება, რომლის დროსაც IGC TRACECA-ს თავმჯდომარე ქვეყნის სტატუსს საქართველო ბულგარეთის რესპუბლიკისგან მიიღებს. ბულგარეთის რესპუბლიკა IGC TRACECA-ს 2021 წლის 21 ოქტომბრიდან თავმჯდომარეობს. „აღსანიშნავია, რომ მაღალი დონის ღონისძიება საიუბილეოა და TRACECA-ს პროგრამის შექმნის 30 წლის იუბილესა და „ევროპის განვითარებისათვის საერთაშორისო ტრანსპორტის შესახებ ძირითადი მრავალმხრივი შეთანხმების შესახებ“ (კავკასია-აზიის დერეფანის ხელშეკრულების) ხელმოწერის 25 წლისთავს ეძეღვნება. შეხვედრას დაესწრებიან MLA მხარეების მთავრობების ოფიციალური წარმომადგენლები, IGC TRACECA-ს მუდმივი სამდივნოს (PS) მუდმივი წარმომადგენლები (ეროვნული მდივნები) MLA-ში მონაწილე ქვეყნებში, დამკვირვებლები სამთავრობათაშორისო კომისიაში. ლიეტუვა და საბერძნეთი, თურქმენეთის წარმომადგენლები, როგორც TRACECA პროგრამის მონაწილე, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და TRACECA-ს პარტნიორები. შეხვედრის დღის წესრიგის ფარგლებში დაგეგმილია მულტიმოდალური ტრანსპორტის განვითარებასთან, საზღვრის გადაკვეთის პროცედურების ხელშეწყობასთან, საზღვაო ტრანსპორტის განვითარებასთან და TRACECA დერეფნის განვითარებასთან დაკავშირებული სხვა საკითხების განხილვა. დღის წესრიგში ასევე გათვალისწინებულია შემდგომი ინსტიტუციური განვითარების საკითხების განხილვა. დისკუსიების დროს IGC სხდომა გეგმავს დაამტკიცოს დოკუმენტები, კერძოდ, საზღვრის გადაკვეთის საკითხებზე ცხელი ხაზის კონცეფცია, საავტომობილო გამშვები პუნქტების შეფასების მეთოდოლოგია ახალ გამოცემაში და მეთოდოლოგია TRACECA დერეფნის მარშრუტების შესახებ სტატისტიკური მონაცემების გენერირების მეთოდოლოგიას. რომლებიც შექმნილია საზღვრის გადაკვეთის პროცედურების გასაადვილებლად და TRACECA დერეფნის გასწვრივ საქონლის მოცულობის გაანგარიშების ეფექტურობის გაზრდის მიზნით. საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნის განვითარების შესახებ განსახილველ დოკუმენტებს შორისაა TRACECA-ს ფონდის, ბიზნეს საბჭოს, დიგიტალიზაციის სამუშაო ჯგუფის შექმნა, ასევე პროფესიონალი მძღოლების უვიზო მიმოსვლის შესახებ შეთანხმების პროექტი დერეფნის გასწვრივ და კასპიის ზღვაზე საქონლის ტრანსპორტირებისთვის გემის კონცეფცია და სხვა საკითხები. TRACECA-ს ქვეყნები განიხილავენ საერთაშორისო საგზაო ტრანსპორტის TRACECA-ს სანებართვო სისტემის ფუნქციონირების შედეგებს 2021 წელს, MLA მხარეების მიერ IGC-ის გადაწყვეტილებების განხორციელების სტატუსს, ინფორმაციას საერთაშორისო ხელშეკრულებებთან შეერთების შესახებ, აგრეთვე მოხსენებას განხორციელების შესახებ. გარდა ამისა, განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს თურქმენეთის MLA-ში შეერთების საკითხი. ამჟამად, MLA მხარეების უმეტესობა დათანხმდა გაწევრიანებას. IGC-ის შედეგებზე დაყრდნობით, დაგეგმილია საბოლოო დოკუმენტების - თბილისისა და ერთობლივი დეკლარაციის მიღება მულტიმოდალური ტრანსპორტის განვითარების შესახებ TRACECA დერეფნის გასწვრივ და IGC-ის შეხვედრის საბოლოო რეზოლუციები“, - ნათქვამია ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
საქართველო 2023 წელს საერთაშორისო სატრანსპორტო პროგრამის TRACECA წევრი ქვეყნების მთავრობათაშორისი კომისიის თავმჯდომარე ქვეყანაა
თბილისში საერთაშორისო სატრანსპორტო პროგრამის TRACECA (ევროპა - კავკასია - აზიის სატრანსპორტო დერეფნის) მთავრობათაშორისი კომისიის (IGC) ყოველწლიური რიგით მე-16-ე სხდომა გაიხსნა. ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, წლევანდელი მაღალი დონის ღონისძიება საიუბილეოა და ის TRACECA - ს შექმნიდან 30 - ე წლისთავსა და “ევროპა-კავკასია-აზიის დერეფნის განვითარების საერთაშორისო ტრანსპორტის შესახებ“ მრავალმხრივი შეთანხმების (MLA) ხელმოწერის 25 წლის იუბილეს ეძღვნება. სხდომის ფარგლებში განიხილება ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა მულტიმოდალური და საზღვაო ტრანსპორტის განვითარება, საზღვრის გადაკვეთის პროცედურების ხელშეწყობა და ტრასეკას დერეფნის განვითარებასთან დაკავშირებული სხვა აქტუალური მიმართულებები. ასევე გათვალისწინებულია ინსტიტუციურ განვითარებასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა. „სხდომის ფარგლებში, სხდომის მონაწილე ქვეყნების დელეგაციები განიხილავენ 2021 წელს საერთაშორისო საგზაო ტრანსპორტის ტრასეკას სანებართვო სისტემის დანერგვის შედეგებს, ხელშეკრულების მხარეების მიერ მთავრობათაშორისი კომისიის გადაწყვეტილებების განხორციელების სტატუსს, ინფორმაციას საერთაშორისო ხელშეკრულებებში ჩართვის შესახებ და, აგრეთვე, ანგარიშს ტრასეკას მთავრობათაშორისი კომისიის 2018-2021 წლების სამოქმედო გეგმის შესახებ, რომლის მიზანია 2016-2026 წლებში ევროპა-კავკასია-აზიის საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნის განვითარებისათვის სტრატეგიის განხორციელება. მთავრობათაშორისი კომისიის სხდომის პროგრამა ასევე ითვალისწინებს ურთიერთგაგების მემორანდუმის გაფორმებას მუდმივ სამდივნოებსა და ნაკლებად განვითარებულ ქვეყნებისათვის, ზღვაზე გაუსვლელი ქვეყნებისა და მცირე კუნძულის განვითარებად ქვეყნებისათვის გაეროს უმაღლეს წარმომადგენლის ოფისს შორის. განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს ის ფაქტი, რომ თურქმენეთი მზადაა მიუერთდეს ევროპა-კავკასია-აზიის სატრანსპორტო დერეფანის (ტრასეკას) ძირითად მრავალმხრივ შეთანხმებას. მთავრობათაშორისი კომისიის სხდომაზე დაგეგმილია ტრასეკას დერეფნის მულტიმოდალური ტრანსპორტის განვითარების დოკუმენტისა და სამთავრობათაშორისო კომისიის სხდომის შემაჯამებელი რეზოლუციის მიღება. აღსანიშნავია, რომ 2023 წლის 11 თებერვლიდან ტრასეკას სამთავრობათაშორისო კომისიის თავმჯდომარე ქვეყანა ერთი წლით საქართველო იქნება“, - აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში. ტრასეკას სამთავრობათაშორისო კომისიის სხდომაში მონაწილეობენ ძირითადი მრავალმხრივი შეთანხმების მხარეების ოფიციალური წარმომადგენლები, ტრასეკას ეროვნული მდივნები - სამთავრობათაშორისო კომისიის დამკვირვებლები ქვეყნები, ტრასეკას პარტნიორი საერთაშორისო ორგანიზაციები.
TRACECA უმთავრესი პლატფორმაა ევროპისა და აზიის დაკავშირების კუთხით - ლევან დავითაშვილი
ეკონომიკის მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, „საქართველოსთვის TRACECA-ს თავმჯდომარეობა მნიშვნელოვანია პარტნიორ ქვეყნებთან უკეთესი კოორდინაციისთვის, რაც ხელს შეუწყობს ჩვენს დერეფანში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას“ ლევან დავითაშვილმა საერთაშორისო სატრანსპორტო პროგრამის TRACECA (ევროპა - კავკასია - აზიის სატრანსპორტო დერეფნის) მთავრობათაშორისი კომისიის (IGC) ყოველწლიური, რიგით მე-16-ე სხდომის გახსნის ღონისძიების დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ „ბოლო 30 წლის განმავლობაში ტრასეკა უმთავრესი პლატფორმაა ევროპისა და აზიის დაკავშირების კუთხით, ჩვენი ქვეყანა ტრასეკას აქტიური წევრია და მიმდინარე წელს საქართველო გადაიბარებს ტრასეკას თავმჯდომარეობას“. ვიცე-პრემიერის შეფასებით, გეოპოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, დღეს ტრასეკას მიმართ ინტერესი კიდევ უფრო გაზრდილია. მისი თქმით, „შუა დერეფანი“ და ტრასეკა წარმოადგენს ევროპისა და აზიის საიმედო კავშირს და შესაბამისად, მნიშვნელოვნად ზრდის შუა დერეფნის და ტრასეკას წევრი ქვეყნების სატრანსპორტო ჯაჭვების მჭიდრო თანამშრომლობას, კოორდინაციას და კონკურენტუნარიანობას. „ტრასეკას წევრი ქვეყნები წლების განმავლობაში ერთმანეთთან თანამშრომლობენ ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების, ასევე ოპერაციების კოორდინაციის კუთხით. მთავრობათაშორისი კომისიის შეხვედრები ძალიან მნიშვნელოვან პლატფორმას წარმოადგენს ამ კომუნიკაციის, სამუშაოების კოორდინაციისა და თანამშრომლობის მიმართულებით. საქართველოსთვის თავმჯდომარეობა მნიშვნელოვანია იმ კუთხით, რომ შეძლოს უკეთესად კოორდინაცია და კომუნიკაცია პარტნიორ ქვეყნებთან, რაც ხელს შეუწყობს ისევ ტრასეკას უფრო ეფექტურად ფუნქციონირებას და ზოგადად, ჩვენს დერეფანში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას“ - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა. ტრასეკას წლევანდელი ღონისძიება საიუბილეოა და ის TRACECA - ს შექმნიდან 30 - ე წლისთავსა და “ევროპა-კავკასია-აზიის დერეფნის განვითარების საერთაშორისო ტრანსპორტის შესახებ“ მრავალმხრივი შეთანხმების (MLA) ხელმოწერის 25 წლის იუბილეს ეძღვნება. სხდომის ფარგლებში განიხილება ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა მულტიმოდალური და საზღვაო ტრანსპორტის განვითარება, საზღვრის გადაკვეთის პროცედურების ხელშეწყობა და ტრასეკას დერეფნის განვითარებასთან დაკავშირებული სხვა აქტუალური მიმართულებები. სხდომის მონაწილე ქვეყნების დელეგაციები ასევე განიხილავენ 2021 წელს საერთაშორისო საგზაო ტრანსპორტის ტრასეკას სანებართვო სისტემის დანერგვის შედეგებს, ხელშეკრულების მხარეების მიერ მთავრობათაშორისი კომისიის გადაწყვეტილებების განხორციელების სტატუსს, ინფორმაციას საერთაშორისო ხელშეკრულებებში ჩართვის შესახებ და, აგრეთვე, ანგარიშს ტრასეკას მთავრობათაშორისი კომისიის 2018-2021 წლების სამოქმედო გეგმის შესახებ, რომლის მიზანია 2016-2026 წლებში ევროპა-კავკასია-აზიის საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნის განვითარებისათვის სტრატეგიის განხორციელება. აღსანიშნავია, რომ 2023 წლის 11 თებერვლიდან ტრასეკას სამთავრობათაშორისო კომისიის თავმჯდომარე ქვეყანა საქართველო 2 წლის ვადით იქნება.
TRACECA-ს გენერალური მდივანი: დღესდღეობით ჩვენი დერეფანი სულ უფრო მეტ უპირატესობას იძენს - გადამზიდავებისთვის, ქვეყნებისთვის, ტვირთმფლობელებისთვის
„გეოპოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე, ტრასეკას მარშრუტების როლი დღეს ძალიან აქტუალურია, პრიორიტეტები გადახედილ იქნა და დღესდღეობით ჩვენი დერეფანი სულ უფრო მეტ უპირატესობას იძენს - გადამზიდავებისთვის, ქვეყნებისთვის, ტვირთმფლობელებისთვის“, - აცხადებს ევროპა-კავკასია-აზიის სატრანსპორტო დერეფნის TRACECA-ს გენერალური მდივანი ასეტ ასავბაევი, რომელიც თბილისში ორგანიზაციის მთავრობათაშორისი კომისიის ყოველწლიურ, რიგით მე-16 სხდომის მუშაობაში მონაწილეობს. როგორც ასეტ ასავბაევი აღნიშნავს, ტრასეკას პლატფორმა მის წევრ ქვეყნებს ეხმარება, შექმნან საკანონმდებლო საფუძველი საზღვრების გადაკვეთის, შეზღუდვების თავიდან აცილების, გადაზიდვების გაუმჯობესებისთვის ერთიანი სატრანსპორტო გარემოს უზრუნველყოფის მიზნით. რაც შეეხება დღევანდელი სხდომის დღის წესრიგის მთავარ საკითხებს, მათ შორისაა კასპიის ზღვაზე ახალი გემის მიღების კონცეფცია, გადაზიდვების საფასურის შემცირების მიზნით - კასპიის ზღვაზე ბორნის საშუალებით. აღსანიშნავია, რომ 2023 წლის 11 თებერვლიდან ტრასეკას სამთავრობათაშორისო კომისიის თავმჯდომარე ქვეყანა 2 წლით საქართველო იქნება. დღეს კი სხდომის მონაწილე ქვეყნების დელეგაციები სხვა საკითხებთან ერთად განიხილავენ 2021 წელს საერთაშორისო საგზაო ტრანსპორტის ტრასეკას სანებართვო სისტემის დანერგვის შედეგებს, ასევე ანგარიშს ტრასეკას მთავრობათაშორისი კომისიის 2018-2021 წლების სამოქმედო გეგმის შესახებ, რომლის მიზანია 2016-2026 წლებში ევროპა-კავკასია-აზიის საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნის განვითარებისათვის სტრატეგიის განხორციელება. ამასთან, მთავრობათაშორისი კომისიის სხდომაზე დაგეგმილია ტრასეკას დერეფნის მულტიმოდალური ტრანსპორტის განვითარების დოკუმენტისა და სამთავრობათაშორისო კომისიის სხდომის შემაჯამებელი რეზოლუციის მიღება. „მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ისეთი ინიციატივები, როგორიცაა მულტიმოდალური გადაზიდვების განვითარების მხარდაჭერა, მიმართულია ჩვენი მარშრუტის კონკურენტუნარიანობის ამაღლებისკენ. ასევე საქართველოს თავმჯდომარეობის პერიოდში ვგეგმავთ, შევიმუშაოთ ტარიფების წარმოების ერთიანი მიდგომა საკონტეინერო გადაზიდვებისთვის, რათა ის მიმზიდველი იყოს ჩვენს მარშრუტებზე. დღესდღეობით ამ ტარიფებს თითოეული ქვეყანა თავისი ინტერესებიდან გამომდინარე განსაზღვრავს, ჩვენი მიზანია, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით ერთიანი მიდგომა არსებობდეს, შეგვეძლოს ამა თუ იმ სატარიფო შეღავათების გამოყენება, რათა საბოლოო ტარიფი კონკურენტუნარიანი და საინტერესო იყოს“, - აღნიშნა „ტრასეკას“ გენერალურმა მდივანმა. ინფორმაცია ეკონომიკის სამინისტრომ გაავრცელა.
TRACECA: პირველი საპილოტე გადაზიდვის ფარგლებში, ნახევრადმისაბმელიანი ტრანსპორტით, ტვირთი ევროპიდან ცენტრალურ აზიაში ჩავიდა
TRACECA-ს მარშრუტით, პირველი საპილოტე გადაზიდვის ფარგლებში, ტვირთი ნახევრადმისაბმელიანი მანქანებით ევროპიდან ცენტრალურ აზიაში გადაიზიდა. აზერბაიჯანული მედიის თანახმად, ამის შესახებ TRACECA-ს სამთავრობათაშორისო კომისიის მუდმივი სამდივნოს პრესსამსახური იუწყება. საქონლის საპილოტე ტრანსპორტირება ნახევრადმისაბმელიანი სატვირთო ტრაქტორებით, სხვადასხვა ქვეყნის სატვირთო ტრაქტორებით განხორციელდა მულტიმოდალური მარშრუტის გასწვრივ: ლიეტუვა - პოლონეთი - სლოვაკეთი - უნგრეთი - რუმინეთი - ბულგარეთი - შავი ზღვა - საქართველო - აზერბაიჯანი - კასპიის ზღვა - ყაზახეთი, რასაც 16 დღე დასჭირდა. ტრანსპორტირება შესაძლებელი გახდა აზერბაიჯანის, ბულგარეთის, საქართველოს, ყაზახეთისა და ლიეტუვის სამინისტროების მხარდაჭერით, ასევე, საბაჟო ორგანოებისა და ვარნის, ბათუმის, ბაქოსა და კურიკის საზღვაო პორტების აქტიური ჩართულობით. პირველი საპილოტე ტრანსპორტის განხორციელების იდეა არის ნახევრადმისაბმელიანი ტრანსპორტის განვითარების შესახებ კვლევის მომზადების საბოლოო ეტაპი, რომელიც TRACECA-ს ყველა ქვეყანაში მალე გაიგზავნება. 25 მაისს ტრანსპორტირება ლიეტუვაში რეგისტრირებული სატვირთო ტრაქტორით, ვილნიუსიდან დაიწყო და პოლონეთის, სლოვაკეთის, უნგრეთის, რუმინეთის ტერიტორიების გავლით, ბულგარეთში, ვარნის პორტამდე გაგრძელდა. ევროკავშირის ქვეყნების ტერიტორიებზე მგზავრობის დრო, გაჩერებების გამოკლებით, 37 საათი იყო (25-28 მაისი). 30 მაისს, ტრაქტორის გარეშე, ნახევრადმისაბმელიანი გადამზიდავი, კომპანია - Navigation Maritime Bulgare-ის მეშვეობით, ბათუმის პორტში გაიგზავნა. ევროპა-კავკასია-აზიის სატრანსპორტო დერეფანი 1993 წელს, ბრიუსელის დეკლარაციის საფუძველზე, საქართველოს, აზერბაიჯანის, სომხეთის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, თურქმენეთისა და უზბეკეთის მონაწილეობით შეიქმნა.
TRACECA-ს სამთავრობათაშორისო კომისიის მუდმივმოქმედი სამდივნო, რეგიონში დაკავშირებადობის გაძლიერების მიზნით თანამშრომლობისთვის მზადაა - ასეტ აზავბაევი
TRACECA-ს სამთავრობათაშორისო კომისიის მუდმივმოქმედმა სამდივნომ, პარტნიორებთან ერთად, სავაჭრო მარშრუტების განვითარებასთან დაკავშირებით, რეკომენდაციების შემუშავების საკითხები განიხილა. დისკუსია გაიმართა კერძო სექტორის წარმომადგენლებს შორის ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან, ასევე, აზერბაიჯანიდან და საქართველოდან. ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია TRACECA-ს პრესსამსახურზე დაყრდნობით წერს. შეფერხებების შემცირებისა და ტრანზიტის პროცედურების გაძლიერების მიზნით, შეხვედრაზე განიხილებოდა ისეთი საკითხები, როგორიცაა, საბაჟო პრაქტიკის და საზღვრის გადაკვეთის ჰარმონიზაცია, ასევე, ელექტრონული ინფორმაციის გაცვლის განვითარება. TRACECA-ს სამთავრობათაშორისო კომისიის მუდმივმოქმედმა სამდივნოს გენერალური მდივანი ასეტ აზავბაევი აცხადებს, რომ სამუშაოს ძირითადი სფეროები მოიცავდა მულტიმოდალური ტრანსპორტის ზრდას, დერეფნის დიგიტალიზაციასა და საზღვაო ტრანსპორტის ეფექტიანობის გაზრდას. „მულტიმოდალური ტრანსპორტის განვითარებისთვის ეფექტიანია, როგორც პირდაპირი საინვესტიციო ღონისძიებები ინფრასტრუქტურულ პროექტებში, ისე ყოვლისმომცველი ღონისძიებები, რომლებიც ტრანსპორტის ღირებულების შემცირებასა და კონკურენტუნარიანობის გაზრდისკენ არის მიმართული. TRACECA-ს ფარგლებში, ასევე გამახვილდა ყურადღება მულტიმოდალური ტრანსპორტის წარმომადგენლებს შორის კოორდინაციაზე. მუდმივმოქმედი სამდივნო გამოთქვამს მზადყოფნას, ითანამშრომლოს რეგიონში უფრო დიდი და ეფექტიანი კავშირის უზრუნველსაყოფად,“ - განაცხადა ასავბაევმა. პრესსამსახურის ცნობით, ასევე მოსალოდნელია ერთიანი სამოქმედო გეგმის შემუშავება, რომელიც მოიცავს როგორც დაინტერესებული მხარეების, ისე, მთავრობებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების შეხედულებებსა და მთავარ პრიორიტეტებს. აშშ-ის ვაჭრობის დეპარტამენტის კომერციული სამართლის განვითარების პროგრამის ფარგლებში, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსთან თანამშრომლობით, მულტიმოდალური ტრანსპორტის საკითხებზე შეხვედრა 27-28 ივლისს, თბილისშიც გაიმართა. TRACECA არის საერთაშორისო სატრანსპორტო პროგრამა, რომელშიც ევროკავშირი და აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონის 12 წევრი ქვეყანაა ჩართული. პროგრამის მიზანია ეკონომიკური ურთიერთობების, ვაჭრობისა და ტრანსპორტის გაძლიერება შავი ზღვის აუზის, სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონებში. ევროპა-კავკასია-აზიის სატრანსპორტო დერეფანი 1993 წელს, ბრიუსელის დეკლარაციის საფუძველზე, საქართველოს, აზერბაიჯანის, სომხეთის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, თურქმენეთისა და უზბეკეთის მონაწილეობით შეიქმნა. TRACECA: პირველი საპილოტე გადაზიდვის ფარგლებში, ნახევრადმისაბმელიანი ტრანსპორტით, ტვირთი ევროპიდან ცენტრალურ აზიაში ჩავიდა
TRACECA მზადაა, აზერბაიჯანისა და საქართველოს საზღვაო პორტებს შორის კონტეინერებით ტვირთების გადაზიდვის დაწყებას მხარი დაუჭიროს
TRACECA-ს (ევროპა-კავკასია-აზიის სატრანსპორტო დერეფანი) გენერალურმა მდივანმა, ასეტ ასავბაევმა განაცხადა, რომ TRACECA-ს მზადაა, მხარი დაუჭიროს აზერბაიჯანისა და საქართველოს საზღვაო პორტებს შორის კონტეინერებით ტვირთების გადაზიდვის დაწყებას, რათა შეამციროს დატვირთვა საგზაო გამშვებ პუნქტებზე. TRACECA-ს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ აზერბაიჯანისა და საქართველოს საზღვაო პორტებს შორის საკონტეინერო გადაზიდვის დაწყება საშუალებას მისცემს ზოგიერთი სატვირთო მანქანების გადამისამართებას რკინიგზით ტრანზიტზე. ასავბაევმა ასევე აღნიშნა აზერბაიჯანისა და საქართველოს მიერ გაწეული სამუშაოები ერთი გაჩერების საგუშაგოს შესაქმნელად, რომელიც იქნება პირველი მსგავსი რეგიონში. “დარწმუნებული ვარ, რომ ეს სამუშაო მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ორ ქვეყანას შორის შესაძლებლობების განვითარებაში,” - აღნიშნა ასავბაევმა საერთაშორისო კონფერენციაზე გამოსვლისას. კონფერენციის მიზანია საჯარო, კერძო და აკადემიურ სექტორებს შორის დისკუსიების ორგანიზება ტრანსრეგიონული სატრანსპორტო დერეფნების განვითარებისა და გაფართოების შესახებ, ასევე დაინტერესებულ მხარეებს შორის თანამშრომლობის დამყარება. „მოგეხსენებათ, 2023 წლის მაის-ივნისში საპილოტე ტვირთების გადაზიდვისას აზერბაიჯან-საქართველოს საზღვრის გადაკვეთაზე 75 საათზე მეტი დაიხარჯა. არსებული ვითარება კიდევ ერთხელ აჩვენებს, რამდენად მნიშვნელოვანია აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის საზღვრის გამტარუნარიანობის გაზრდა. დარწმუნებული ვარ, ერთი გაჩერების შესახებ სამუშაო მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ორ ქვეყანას შორის შესაძლებლობების განვითარებაში,“– განაცხადა ასეტ ასავბაევმა. TRACECA არის საერთაშორისო სატრანსპორტო პროგრამა, რომელშიც ევროკავშირი და აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონის 12 წევრი ქვეყანაა ჩართული. პროგრამის მიზანია ეკონომიკური ურთიერთობების, ვაჭრობისა და ტრანსპორტის გაძლიერება შავი ზღვის აუზის, სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონებში. ევროპა-კავკასია-აზიის სატრანსპორტო დერეფანი 1993 წელს, ბრიუსელის დეკლარაციის საფუძველზე, საქართველოს, აზერბაიჯანის, სომხეთის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, თურქმენეთისა და უზბეკეთის მონაწილეობით შეიქმნა.
ყაზახეთი და TRACECA როგორც კასპიის, ისე შავ ზღვაზე, საბორნე მომსახურების განვითარების საკითხებს განიხილავენ
ყაზახეთის ტრანსპორტის ვიცე-მინისტრმა სატჟან აბლალიევმა და TRACECA-ს (ევროპა-კავკასია-აზიის სატრანსპორტო დერეფანი) გენერალურმა მდივანმა, როგორც კასპიის, ისე შავ ზღვაზე საბორნე მომსახურების განვითარების საკითხები განიხილეს. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, მხარეებმა ასევე გაცვალეს მოსაზრებები საგზაო ტრანსპორტის სფეროს აქტუალურ საკითხებზე, მათ შორის, სარფისა და წითელი ხიდის (საქართველო) გამშვებ პუნქტებზე გადატვირთულობის პრობლემაზე. ასავბაევმა ვიცე-მინისტრს გააცნო TRACECA-ს ქვეყნების ინიციატივების მიმდინარე სამუშაო და განხორციელების მიმდინარე სტატუსი. განხილვა მოიცავდა ნახევრადმისაბმელიანი საქონლის ტრანსპორტირების საპილოტე პროექტის შედეგებს, კერძოდ, აღინიშნა ქვეკონტრაქტის მხრიდან ზომების განხორციელების მნიშვნელობა. გარდა ამისა, ასავბაევმა ტრანსპორტის სამინისტროს მიმართა თხოვნით, დაეხმარონ პროცედურების დაჩქარებაში, რათა ყაზახური მხარის მიერ ETP-ის შესახებ შეთანხმების ტექსტის (ერთიანი სატრანზიტო ნებართვა) დამტკიცების პროცესი დასრულდეს. TRACECA მზადაა, აზერბაიჯანისა და საქართველოს საზღვაო პორტებს შორის კონტეინერებით ტვირთების გადაზიდვის დაწყებას მხარი დაუჭიროს TRACECA არის საერთაშორისო სატრანსპორტო პროგრამა, რომელშიც ევროკავშირი და აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონის 12 წევრი ქვეყანაა ჩართული. პროგრამის მიზანია ეკონომიკური ურთიერთობების, ვაჭრობისა და ტრანსპორტის გაძლიერება შავი ზღვის აუზის, სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონებში. ევროპა-კავკასია-აზიის სატრანსპორტო დერეფანი 1993 წელს, ბრიუსელის დეკლარაციის საფუძველზე, საქართველოს, აზერბაიჯანის, სომხეთის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, თურქმენეთისა და უზბეკეთის მონაწილეობით შეიქმნა.
ევროპა-კავკასია-აზიის სატრანსპორტო დერეფნის ფონდის შექმნაზე მუშაობა დაიწყო
ევროპა-კავკასია-აზიის სატრანსპორტო დერეფნის ფონდის (TRACECA) შექმნაზე მუშაობა დაიწყო. ფონდი შესაძლოა, მომავალ წელს ამოქმედდეს. ბაირამოვის თქმით, ფონდში მოწვეული იქნება TRACECA-ს ყველა ქვეყანა, საერთაშორისო კომერციული კომპანიები და სხვა დაინტერესებული მხარეები.ამის შესახებ აზერბაიჯანულ მედიას TRACECA-ს მთავრობათაშორისი კომისიის ეროვნულმა მდივანმა რუფატ ბაირამოვმა განუცხადა. „ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა ფონდის წესდებაზე. წელს ირანში TRACECA-ს მთავრობათაშორისი კომისიის სხდომა გაიმართება. ვამზადებთ ყველა დოკუმენტს, რომ სხდომაზე მივიღოთ გადაწყვეტილება ფონდის შექმნის შესახებ. ფონდმა შესაძლოა, მომავალი წლიდან დაიწყოს მუშაობა,“ - აღნიშნა ბაირამოვმა. მისი თქმით, ფონდის შექმნის მთავარი მიზანია TRACECA-ს განვითარება და ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება. TRACECA არის საერთაშორისო სატრანსპორტო პროგრამა, რომელშიც ევროკავშირი და აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონის 12 წევრი ქვეყანაა ჩართული. პროგრამის მიზანია ეკონომიკური ურთიერთობების, ვაჭრობისა და ტრანსპორტის გაძლიერება შავი ზღვის აუზის, სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონებში. ევროპა-კავკასია-აზიის სატრანსპორტო დერეფანი 1993 წელს, ბრიუსელის დეკლარაციის საფუძველზე, საქართველოს, აზერბაიჯანის, სომხეთის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, თურქმენეთისა და უზბეკეთის მონაწილეობით შეიქმნა.