თეირანი და რუსეთი რუსული ვაქცინის ირანში წარმოებაზე შეთანხმდნენ

News.am-ის ცნობით, ირანი და რუსეთი რუსული ვაქცინის ირანში წარმოებაზე შეთანხმდნენ.

ირანის ელჩის თანახმად, მოლაპარაკებები უკვე დასრულდა და ვაქცინის წარმოება მალე დაიწყება, იუწყება სააგენტო.

ირანმა რუსული პრეპარატით მასობრივი ვაქცინაცია უკვე დაიწყო.

ირანის მაღალჩინოსნებმა მანამდე ხშირად ახსენეს, რომ ქვეყანა კორონავირუსის საკუთარ პრეპარატზე მუშაობს.