თბილისში, ილია ჭავჭავაძის გამზირზე ლევან ბერძენიშვილს თავს დაესხნენ. მისივე თქმით, მომხდარი თავდასხმა ხელისუფლების ორგანიზებული უნდა იყო.
ბერძენიშვილი აცხადებს, რომ ახალგაზრდა კაცმა კვერცხი ესროლა.
"თავდამსხმელს არ ვიცნობ. ლექციიდან გამოვედი, სხვა უნივერსიტეტში ვაპირებდი წასვლას, ახალგაზრდა კაცი იყო, დაიწყო გამოსვლა: მოღალატე, ერეკლე, რა თქმა უნდა, მერე დედის გინება. მე არ ვჩერდებოდი, მაგრამ, მოქალაქე მეუბნებოდა, რომ უნდა გავჩერდე, მოვუსმინო ერეკლეს ამ მცველს. ლექსიკის მიხედვით, იერის მიხედვით და ა.შ. ძალიან მოუმზადებელი კადრი იყო. მერე კვერცხიც აღმოაჩნდა ჯიბეში, ისიც ისროლა, ამაცილა. მე რა შემიძლია ვუთხრა აღშფოთებულ მოქალაქეებს - ივარჯიშეთ, კვერცხი სროლაც საქმეა, მაგასაც ოსტატობა სჭირდება", - განაცხადა ბერძენიშვილმა.
მომხდარზე დამატებითი დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.