სერბეთმა და უნგრეთის ხელისუფლებამ ნავთობსადენის მშენებლობასთან დაკავშირებით, ურთიერთგაგების მემორანდუმი გააფორმეს.
ნავთობსადენი სავარაუდოდ, უნგრეთის ტერიტორიაზე „დრუჟბას“ ნავთობსადენს დაუკავშირდება.
დოკუმენტს ხელი მოაწერეს უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პეტერ სიიარტომ და სერბეთის ენერგეტიკის მინისტრმა, დუბრავკა ჯედოვიჩმა.
სერბეთსა და უნგრეთს შორის თანამშრომლობის სტრატეგიული საბჭოს შეხვედრა სოფელ პალიჩში, სერბეთის ტერიტორიაზე, უნგრეთის საზღვართან გაიმართა.
მას ესწრებიან ორი ქვეყნის პრეზიდენტები, ალექსანდრ ვუჩიჩი და კატალინა ნოვაკი, ასევე, პრემიერ-მინისტრები, ანა ბრნაბიჩი და ვიქტორ ორბანი და მთავრობის წევრები.
ბელგრადი ადრე შეთანხმდამილსადენის 128 კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობაზე, რომლის სავარაუდო ღირებულება 100 მილიონ ევროს შეადგენს. მისი სეგმენტი აშენდება სერბეთის ქალაქ ნოვი სადსა და უნგრეთის ალჯოს შორის, საზღვართან ახლოს.
„დრუჟბას“ ნავთობსადენი მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესია. მისი საერთო სიგრძეა დაახლოებით 5200 კმ. და მილსადენის მარშრუტი რუსეთიდან ბელორუსში გადის, სადაც ორ განშტოებად იყოფა: ჩრდილოეთით (ბელორუსი, პოლონეთი და გერმანია) და სამხრეთით (უკრაინა, ჩეხეთი, სლოვაკეთი და უნგრეთი). „დრუჟბის“ მილსადენი არის მთავარი მარშრუტი, რომლითაც ნედლი ნავთობი გერმანიას მიეწოდება.