რუსი ოპოზიციონერის ალექსეი ნავალნის მეუღლე იულია ნავალნაიამ რუსეთი დატოვა და გერმანიაში გაფრინდა. ამის შესახებ ინფორმაციას Rferl-ი ავრცელებს.
როგორც ცობილია, იულია ნავალნაია 10 თებერვალს გაფრინდა მოსკოვის დომოდედოვოს აეროპორტიდან და ფრანკფურტში საღამოს ჩავიდა.
გავრცელებული ინფრომაციით, მიუხედავად იმისა, რომ იულია ფრანკფურტის აერტოპორტში არავის უნახავს, Lufthansa–ს მგზავრებმა დაადასტურეს რომ იულია მათთან ერთად მგზავრობდა.
შეგახსენებთ, რომ რუსულმა სასამართლომ, ალექსეი ნავალნის 3 წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.