სლოვენია განახლებადი ენერგიის სფეროში აზერბაიჯანთან თანამშრომლობის დიდ პოტენციალს ხედავს , განაცხადა სლოვენიის ინფრასტრუქტურის სამინისტროს ენერგეტიკის დირექტორატის ხელმძღვანელმა, ჰინკო სოლინჩმა Trend-თან ინტერვიუში.
სოლინჩმა აღნიშნა, რომ სლოვენია ენერგორესურსების დივერსიფიკაციის გასაძლიერებლად ევროკავშირის ძალისხმევას მხარს უჭერს.
მისივე თანახმად, სლოვენია მიესალმება ნებისმიერ პროექტს, რომელიც შეესაბამება ევროკავშირის კანონმდებლობას და ხელს უწყობს უფრო მეტ ენერგეტიკულ უსაფრთხოებას და ენერგიის წყაროების დივერსიფიკაციას. სოლინჩის თქმით, რაც უფრო მეტი პროვაიდერი იქნება ბაზარზე, მით მეტია კონკურენცია.
„სლოვენიაში ჩვენ ამჟამად განსაკუთრებით ორიენტირებულნი ვართ მზის ენერგიის პოპულარიზაციაზე, სადაც ჩვენ ვხედავთ ყველაზე მეტ პოტენციალს. თუმცა ასევე ვგეგმავთ პროექტებს ქარის, ჰიდრო, გეოთერმული ენერგიისა და ბიომასის გამოყენებით, აგრეთვე წყალბადის წარმოებას
ჰინკო სოლინჩმა აღნიშნა, რომ სლოვენია ხელს უწყობს ბუნებრივი გაზის პროვაიდერებს, თავი დააღწიონ რუსულ წიაღისეულ საწვავზე დამოკიდებულებას.
„ერთ-ერთი პოტენციური ალტერნატიული წყარო ასევე არის აზერბაიჯანი. ამ მხრივ, ჩვენ ვხედავთ სამხრეთ გაზის დერეფანს, როგორც დიდ შესაძლებლობას ევროკავშირსა და აზერბაიჯანს შორის ენერგეტიკული თანამშრომლობის გასაზრდელად", - აღნიშნა სლოვენიის ოფიციალურმა პირმა.
სამხრეთის გაზის დერეფანმა ევროპაში ტრანსპორტირება აზერბაიჯანული გაზის 2020 წლის 31 დეკემბერს დაიწყო. ის კასპიის ზღვის რეგიონიდან ევროპის ქვეყნებში გაზის ტრანსპორტირებას საქართველოსა და თურქეთის გავლით ახორციელებს. პროექტის ღირებულებამ პროგნოზირებულ $45 მილიარდთან შედარებით, $33 მილიარდი შეადგინა. SGC პროექტზე კაპიტალური ხარჯები, სავარაუდოდ, სრულად ანაზღაურდება 8-10 წლის განმავლობაში. 2022 წლის ივლისში აზერბაიჯანი და ევროკავშირი შეთანხმდნენ, რომ 2027 წლისთვის, სამხრეთ გაზის დერეფნის გავლით, გაზის მიწოდების მოცულობა გაზარდონ.
სამხრეთის გაზის დერეფანი არის ევროკომისიის ინიციატივა, რომელიც კასპიისა და ახლო აღმოსავლეთის რეგიონებიდან ევროპისკენ ბუნებრივი გაზის მიწოდებას უზრუნველყოფს.