ერთობლივი წვრთნები „Alpan-2023“ აზერბაიჯანის საჰაერო ძალებისა და თურქეთის შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეების მონაწილეობით იმართება, იუწყება აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო.
აზერბაიჯანის მიერ ჩატარებული წვრთნების სცენარის მიხედვით, თვითმფრინავი ფრენებს საბაზისო აეროდრომებიდან ახორციელებს და ასრულებდა ამოცანებს მათ შორის შორ და მოკლე დისტანციებზე, წარმოსახვითი მტრის საჰაერო თავდაცვის სისტემისა და სამეთაურო საკონტროლო პუნქტის განადგურების დავალებას.
ასევე სცენარი მოიცავდა სხვა ეპიზოდებსაც.
წვრთნების ძირითადი მიზანია პირადი შემადგენლობის თეორიული და პრაქტიკული უნარების გაუმჯობესება, ასევე, ქვედანაყოფებს შორის თავსებადობის უზრუნველყოფა და მათი საბრძოლო შესაძლებლობების ამაღლება.