ვაქცინაციისგან თავის შეკავება არ შეიძლება იყოს სავალდებულო. ვაქცინაცია არ არის საღვთისმეტყველო საკითხი, - განაცხადა ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა საპატრიარქოსთან, სადაც დღეს წმინდა სინოდის სხდომა იმართება.
„ვაქცინაციისგან თავის შეკავება არ შეიძლება იყოს სავალდებულო. ვაქცინაცია არ არის საღვთისმეტყველო საკითხი. ვფიქრობთ, ჩვენ ასე გადავწყვეტთ, რომ ვინც ვაქცინაციას გაიკეთებს და ვინც არ გაიკეთებს, ზიარების უფლებას ჩვენ არც ერთს არ ჩამოვართმევთ.
ჩემი პირადი პოზიციაა, რომ ვაქცინაცია საღვთისმეტყველო საკითხი არ არის. ამიტომ, საღვთისმეტყველო არ არის, ვინმეს დავაძალოთ ვაქცინაცია და კატეგორიულად ვუთხრათ, რომ თუ არ გაიკეთებ, პურს ვერ იყიდი, უცხოეთში ვერ გაემგზავრები, ეს არასწორია. თუმცა ამას ჩვენ არ ვწყვეტთ საქართველოში. ეს მსოფლიოში მიმდინარე პროცესია“, - განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.
მეუფე დოსითეოსი ბოგვერაძე კი მიიჩნევს, რომ ვაქცინაცია არის ნებაყოფლობითი და ასე დარჩება, ეს საუკეთესო გადაწყვეტილება იქნება.
ჩემი, როგორც ერთი ადამიანის აზრია, რომ ვაქცინაცია არის ნებაყოფლობითი და ასე დარჩება. ალბათ სინოდის წევრებიც ასე ფიქრობენ, რადგან ეს საუკეთესო გადაწყვეტილება იქნება, რომელიც თავად ჯანონმომაც მიიღო - ამის შესახებ სინოდის სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებს მეუფე დოსითეოს ბოგვერაძემ განუცხადა.
შეკითხვაზე, ხომ არ განიხილავენ სხდომაზე დავით გარეჯის საკითხს, მეუფე პასუხობს, რომ ამის შესახებ ინფორმირებული არ არის. მან ასევე არ იცის, აირჩევენ თუ არა ეპისკოპოსებს დღეს.
„სამწუხაროდ, არ მაქვს ასეთი ინფორმაცია, უკეთესია დაელოდოთ სინოდის გადაწყვეტილებებს, რა მოხდება. მერე უფრო ნათელი გახდება. მართლა არ მაქვს წინასწარ რაიმე ინფორმაცია“, - განაცხადა მეუფემ.
სინოდი ვაქცინაციის საკითხს განიხილავს.