„მთავარი არხის" დამფუძნებლის ნიკა გვარამიას შეწყალებას Facebook-ის პირად გვერდზე გამოეხმაურა საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი. ის მიესალმება პრეზიდენტის გადაწყვეტილებას და აღნიშნავს, რომ ქვეყანა დღეს უფრო ახლოს არის ევროპასთან.
„მივესალმები პრეზიდენტ ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას ნიკა გვარამიას შეწყალების თაობაზე. დღეს უფრო ახლოს ვართ ევროპასთან", - დაწერა სახალხო დამცველმა.
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „მთავარი არხის" დამფუძნებელი ნიკა გვარამია შეიწყალა.