ვფიქრობ, რომ ეს გადაწყვეტილება საკმაოდ ძვირად აისახება პრეზიდენტის პოლიტიკურ ბიოგრაფიაზე, - ამის შესახებ გადაცემაში პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ ნიკა გვარამიას შეწყალებაზე საუბრისას აღნიშნა.
„საზოგადოების დიდი ნაწილი ამ გადაწყვეტილებაში იმავეს ხედავს და არანაირი ევროპული პერსპექტივაზე ზრუნვა ამ გადაწყვეტილებაში არ იგრძნობა. უდიდესი სინანულით ვასუბრობ სალომე ზურაბიშვილზე, არა იმიტომ რომ დიდი ენერგია დაიხარჯა მისი პრეზიდენტად არჩევისთვის, არამედ ადამიანი, იმ მონაცემებით, რომელიც მას ჰქონდა თუნდაც განათლების, განვლილი პოლიტიკური გზის, თუნდაც ის, რომ, არის იმ ოჯახის წარმომადგენელი, რომელიც წითელი არმიის შემოჭრის შემდეგ გადაიხვეწა და უცებ რა მივიღეთ?! მივიღეთ ის, რაც ვიხილეთ - 26 მაისს, ვეტოებით“, - აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.
„ეს არ არის ევროპული მომავლის მხარდაჭერა, ვინაიდან ზუსტად ვიცით, ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ „რუსთავი-2“ იყო მიტაცებული ძალით და ყველაზე ყაჩაღური მეთოდით“, - განაცხადა ვოლსკიმ „იმედის“ ეთერში.
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „მთავარი არხის" დამფუძნებელი ნიკა გვარამია შეიწყალა.