"რეპორტიორები საზღვრებს გარეშე" (RSF) სალომე ზურაბიშვილის მიერ "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას შეწყალებას ეხმაურება:
"პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ახლახანს შეიწყალა ოპოზიციური არხის, "მთავარი არხის" დირექორი, ნიკა გვარამია. ნიკა გვარამია ციხეში 2022 წლის მაისიდან იყო. RSF მიესალმება ამ გადაწყვეტილებას, რომელსაც მთელი საერთაშორისო საზოგადოება ელოდა", - წერს ორგანიზაცია.
ამასთან, საერთაშორისო ორგანიზაცია ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი (CPJ) სიხარულს გამოხატავს სალომე ზურაბიშვილის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გამო.
„[გვარამიას] პატიმრობა ეწინააღმდეგებოდა ქვეყნის გაცხადებულ ერთგულებას პრესის თავისუფლებისადმი" - წერს ორგანიზაცია და ნიკა გვარამიას პატიმრობას შეცდომად მიიჩნევს.
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „მთავარი არხის" დამფუძნებელი, ნიკა გვარამია შეიწყალა.