ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6284 ლარი გახდა.
"კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6260 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.0024 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8560 ლარია, მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8891 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0331 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა", - ნათქვამია ინფორმაციაში.