რუსეთში განვითარებულ მოვლენებს დავაკვირდებით, ეს არის ერთადერთი, რაც უნდა გავაკეთოთ - ყველას მოვუწოდებ სიმშვიდისკენ, ეს არის და ეს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
- გადაჭარბებული ამბიციები და ღალატი, ამბოხის ორგანიზატორების, ნეიტრალიზების ბრძანება გავეცი - პუტინი ევგენი პრიგოჟინზე
- ჩემმა მებრძოლებმა როსტოვის სამხედრო ობიექტები დაიკავეს - ევგენი პრიგოჟინი
„ასეთი სისულელე ადრე თვითონ გახარიასაც არ უთქვამს, ქვეყნის უსაფრთხოება დაცულია, ყველაფერი დაცულია, ამაზე ზრუნავენ სახელმწიფო უწყებები, სახელმწიფო დგას მყარად უსაფრთხოების სადარაჯოზე და არავის მითითება, მით უმეტეს გახარიასი, არ ჭირდება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
გაერთიანებული სამეფოს დაზვერვის თანახმად, რუსული "ვაგნერ ჯგუფის" მფლობელი ევგენი პრიგოჟინი, რომელიც მანამდე მწვავედ აკრიტიკებდა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს, ახლა ვლადიმერ პუტინს დაუპირისპირდა.
საქმე ეხება 10 ივნისს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გაცემულ ბრძანებას, რომლის მიხედვითაც, რუსეთის მოხალისეთა ყველა ფორმირებას დაევალა პირველ ივლისამდე კონტრაქტის გაფორმება სამინისტროსთან „უკრაინის ომში მათი გამოყენების ეფექტურობის გაზრდის მიზნით“, რასაც რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმაც დაუჭირა მხარი.
ახალი ბრძანების გაცემამდე „ვაგნერის“ დამფუძნებელი მწვავედ აკრიტიკებდა მხოლოდ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს, თუმცა ეყრდნობოდა პუტინის ავტორიტეტს, რაც 10 ივნისის შემდეგ შეიცვალა.
„პრიგოჟინის რიტორიკა გამოწვევაა რუსეთის მმართველი უფრო ფართო ფენებისთვის. 2023 წლის პირველი ივლისი, მოხალისეების მიერ კონტრაქტების ხელმოწერის ბოლო ვადა, სავარაუდოდ, დაპირისპირების საკვანძო ეტაპი იქნება“, - ნათქვამია ბრიტანეთის თავდაცვის უწყების ცნობებში, რომელიც 15 ივნისს გამოქვეყნდა.