„დღეს მსოფლიომ დაინახა, რომ რუსეთის ბოსები არაფერს აკონტროლებენ. საერთოდ არაფერს. სრული ქაოსია.
პირველ რიგში, სამყაროს არ უნდა ეშინოდეს. ჩვენ ვიცით, რაც გვიცავს - ჩვენი ერთობა.
უკრაინა აუცილებლად შეძლებს ევროპის დაცვას რუსული ძალებისგან და არ აქვს მნიშვნელობა, ვინ მეთაურობს მათ. ჩვენ დავიცავთ. ევროპის აღმოსავლეთ ფლანგის უსაფრთხოება მხოლოდ ჩვენს თავდაცვაზეა დამოკიდებული", - ეს განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტრადიციულ ვიდეომიმართვაში გააკეთა.
უკრაინის ლიდერი გამოეხმაურა რუსეთში განვითარებულ მოვლენებს. ზელენსკის შეფასებით, კრემლის ლიდერს ძალიან ეშინია და იმალება: "მან ზუსტად იცის რისიც ეშინია, რადგან თავად შექმნა ყველა ბოროტება".
"რუსულად ვიტყვი. ნათელია, ადამიანს კრემლიდან, ძალიან ეშინია და ალბათ სადღაც იმალება. დარწმუნებული ვარ, მოსკოვში აღარ არის.
სადღაც რეკავს, რაღაცებს იხვეწება. მან იცის, რისი უნდა ეშინოდეს, რადგან, თავად შექმნა ეს საფრთხე. ყველა ბოროტება, სიძულვილი - ამ ყველაფერს თავად ავრცელებს. და რაც უფრო დიდხანს ირბენს ბუნკერიდან ბუნკერამდე, მით მეტს დაკარგავთ ისინი, ვინც რუსეთთან ხართ დაკავშირებული.
რას გავაკეთებთ ჩვენ, უკრაინელები?
ჩვენს ქვეყანას დავიცავთ. ჩვენს თავისუფლებას დავიცავთ.
ჩვენ ჩუმად და უმოქმედოდ არ ვისხდებით. ჩვენ შეგვიძლია გამარჯვება და ეს აუცილებლად მოხდება.
და თქვენ რას გააკეთებთ?
რაც უფრო დიდხანს იქნებიან თქვენი ჯარები უკრაინის მიწაზე, მომავალში მით მეტ ნგრევას მოიტანენ ისინი რუსეთში.
რაც უფრო დიდხანს იჯდება ეს ადამიანი კრემლში, მით მეტი უბედურება მოხდება", - განაცხადა ზელენსკიმ.