კორონავირუსზე სინოდის წევრთა ტესტირების პასუხი ცნობილია

კორონავირუსზე ტესტირების შედეგად Covid19 სინოდის არც ერთ წევრს არ დაუდასტურდა - ამის შესახებ Europetime-ს პატრიარქის ექიმმა ცისანა შარტავამ განუცხადა.

ტესტირება სასულიერო პირებს წმინდა სინოდის სხდომამდე ჩაუტარდათ.

პატრიაქრის ექიმის ცნობით, შორენა თეთრუაშვილის ინფიცირების შემდეგ, კორონავირუსი არც ერთ სასულიერო პირს არ დადასტურებია.

„რეგიონებში იყო გარკვეული შემთხვევები, მაგრამ საპატრიარქოსთან კონტაქტში მყოფ სასულიერო პირებიდან, ვირუსი არავის დადასტურებია. დღეს ტესტირება მხოლოდ წმინდა სინოდის წევრებს ჩაუტარდათ და არც ერთი მათგანის პასუხი არ იყო დადებითი", - აღნიშნა Europetime-თან საუბრისას პატრიარქის ექიმმა.

დღეს წმინდა სინოდის სხდომა იმართება. სინოდის წევრები ეპარქიების ახალი მიტროპოლიტების დანიშვნის გარდა, ვაქცინაციის ნებართვის საკითხსაც განიხილავენ.

ამავე თემაზე: სასულიერო პირების ნაწილი თვლის, რომ ვაქცინაციას ზიარების უფლებასთან კავშირი არ უნდა ჰქონდეს, ზოგიერთისთვის კი ვაქცინაცია ნებაყოფლობითია.