კულტურის მინისტრი, თეა წულუკიანი „მთავარი არხის" დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას გათავისუფლებას სისხლის სამართლის გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეშლად აფასებს. წულუკიანის თქმით, პრეზიდენტის მიერ ნიკა გვარამიას შეწყალება მართლმსაჯულების შეურაცხყოფაა.
„გვარამიას შეწყალება, მე არ მგონია, რომ რაიმე ტიპის დეპოლარიზაციას გამოიწვევს ან ამგვარ პროცესს ხელს შეუწყობს. ეს ალბათ პირიქით, პოლარიზაციის კიდევ უფრო გაღრმავების ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა იქნება. მაგრამ როგორც ყოფილმა იუსტიციის მინისტრმა, შემიძლია გითხრათ, რომ ჩემი აღქმა ამ გადაწყვეტილების, არის როგორც, დავახასიათებდი ამ გადაწყვეტილებას, როგორც მართლმსაჯულების შეურაცხყოფას, და ხელყოფას იმ მთავარი ფუნდამენტისა სამართლებრივი სახელმწიფოსი, რასაც ჰქვია ძალაში შესული სისხლის სამართლის გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეშლა", - განაცხადა წულუკიანმა „მთავარი არხის“ ცნობით.
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „მთავარი არხის" დამფუძნებელი ნიკა გვარამია 22 ივნისს შეიწყალა.