ლიეტუვაში ვიზიტისას, NATO-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი ქალაქ პაბრადეში შეხვდა გერმანელ და ლიეტუველ ჯარისკაცებს, რომლებიც წვრთნებში (Griffin Storm) ერთობლივ წვრთნებს მართავენ. სტოლტენბერგს პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა და გერმანიის თავდაცვის მინისტრი ბორის პისტორიუსი შეუერთდნენ. ინფორმაციას NATO ავრცელებს.
სტოლტებერგის თქმით, „ეს წვრთნები აგზავნის მკაფიო გზავნილს: NATO მზადაა, დაიცვას მოკავშირეთა ტერიტორიების ყოველი სანტიმეტრი“.
„ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანება კიდევ უფრო გააძლიერებს ბალტიისპირეთის უსაფრთხოებას. გუშინ ვესაუბრე პრეზიდენტ ერდოღანს და ასევე მაქვს კონტაქტი შვედეთისა და ფინეთის მთავრობასთან. და ჩვენ შევთანხმდით სამიტამდე ბრიუსელში მაღალი დონის შეხვედრის გამართვაზე. შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ საგარეო საქმეთა მინისტრები, დაზვერვის ხელმძღვანელები და ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლები. მისი მიზანია შვედეთის NATO-ში გაწევრიანების დასრულებასთან დაკავშირებით პროგრესის მიღწევა“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა.