ბლინკენი: უკრაინაში რუსეთის შეჭრაზე პოზიცია, პეკინისთვის უფრო რთული შესანარჩუნებელი ხდება

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ჩინეთის პოზიცია უკრაინაში ომთან დაკავშირებით, სავარაუდოდ, „უფრო და უფრო რთული" ხდება პეკინისთვის. მის კომენტარს CNN ავრცელებს.

„პეკინს პირველივე დღიდან უწევდა ამ ძალიან რთული ხაზის გავლა“, - განაცხადა ბლინკენმა.

ბლინკენმა ხაზი გაუსვა, რომ შეიძლება, სიტუაცია მივიდეს ისეთ ნიშნულამდე, როდესაც ჩინეთს შეუძლია დადებითი და პროდუქტიული როლის თამაში, თუმცა ბლინკენს მიაჩნია, რომ ეს შორეული მომავლის საქმეა.


ჩინეთმა რუსეთს „ვაგნერის“ ხელმძღვანელის, ევგენი პრიგოჟინის „ხანმოკლე აჯანყების“ შემდეგ ხარდაჭერა გამოუცხადა.

„ჩინეთი, როგორც რუსეთის მეგობრული მეზობელი და ახალი  სტრატეგიული პარტნიორი, ჩინეთი მხარს უჭერს რუსეთს ეროვნული სტაბილურობის შენარჩუნებაში, განვითარებისა და კეთილდღეობის მიღწევაში“, - თქვა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ონლაინ განცხადებაში.

უკრაინაში რუსეთის შეჭრის დაგმობაზე პეკინმა უარი განაცხადა და სანაცვლოდ, რუსეთისთვის საჭირო დიპლომატიური და ეკონომიკური მხარდაჭერა უზრუნველყო, ამ პოზიციამ, რამაც კიდევ უფრო გააუარესა მისი ურთიერთობები დასავლეთის ქვეყნებთან, განსაკუთრებით ევროპაში.