„არაფერი ახალი, არც რუსეთის პოზიციაში არ არის, რომ მას სურს რკინიგზა და არაფერი ახალი, არც საქართველოს პოზიციაში არ არის, რომ ეს საკითხი არ განიხილება, ეს არის მოცემულობა“, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის, მარია ზახაროვას განცხადებასთან დაკავირებით, რომ რუსეთი აფხაზეთის გავლით სომხეთის რესპუბლიკაში მიმავალი რკინიგზის გახსნისთვის ძალისხმევას არ დაიშურებს.
პაპუაშვილის თქმით, გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ამ საკითხთან დაკავშირებით დახურულ კარს მიღმა რუსეთსა და საქართველოს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს, არის კონსპირაცია და ტყუილი.
„არაფერი ახალი, არც რუსეთის პოზიციაში არ არის, რომ მას სურს რკინიგზა და არაფერი ახალი, არც საქართველოს პოზიციაში არ არის, რომ ეს საკითხი არ განიხილება, ეს არის მოცემულობა. ყველაფერი დანარჩენი არის კონსპირაცია, როგორი კონსპირაციაც და ტყუილიც იყო სააკაშვილის წამების საკითხი, როგორი კონსპირაციაც და ტყუილი იყო სანქციების გვერდის ავლის საკითხი, ასეთივე კონსპირაცია ესეც. ჩვენ ვიმოქმედებთ ჩვენი პოლიტიკის და ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, დღეს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ რუსეთი აფხაზეთის გავლით სომხეთის რესპუბლიკაში მიმავალი რკინიგზის გახსნისთვის ძალისხმევას არ დაიშურებს.