ელჩი დეგნანი: რუსეთი ყოველთვის შეეცდება სანქციების გვერდის ასავლელად ახალი გზების ძიებას, ამიტომ, ყურადღება არ უნდა მოდუნდეს

აშშ-ის ელჩის განცხადებით, უნდა შეჩერდეს ისეთი დანიშნულების საქონლის ექსპორტირება რუსეთში, რაც ხელს უწყოს ადამიანების მკვლელობას ბრძოლის ველზე. ამით ელჩმა სანქციების საკითხებზე მომუშავე ჯგუფის, მათ შორის აშშ-ის წარმომადგენლის ვიზიტთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას უპასუხა.

„ჩვენ ვაფასებთ იმ თანამშრომლობას, რომელიც საქართველოს სახელმწიფო უწყებებთან გვაქვს და მრავალი წელია, მათთან ვთანამშრომლობთ - იქნება ეს საბაჟო სამსახური, სასაზღვრო პოლიცია თუ სხვა და ისინი აკეთებენ ყველაფერს, რომ საქონლის ნაკადი კონტროლსა და მონიტორინგს დაექვემდებაროს.

მოგეხსენებათ, ეს რთული დავალებაა და ასევე ითქვა, რომ ეს მოითხოვს დიდ სიფხიზლეს, ყურადღება არ უნდა მოდუნდეს, როდესაც არსებობს სურვილი და ზეწოლა რუსეთის მხრიდან, რომ ისეთი ტიპის საქონელი, რაც მისთვის არის საჭირო, რუსეთში მოხვდეს სხვადასხვა ქვეყნის, მათ შორის, მეზობლების მეშვეობით. ის ყოველთვის შეეცდება ახალი გძების ძიებას, ამიტომ, აუცილებელია მეტი ყურადღება, კონტროლი და მონიტორინგი“, - აღნიშნა ამერიკის ელჩმა აშშ-ის საელჩოს თარგმანის თანახმად.