ელჩი დეგნანი: ძალადობა მიუღებელია

ამერიკის ელმა კელი დეგნანმა „თავდასხმების გახშირებულ ფაქტებზე“ მედიის შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ ძალადობა მიუღებელია.

ამერიკის ელჩმა ძალადობრივი ქმედებების ერთგვარ ტენდენციაზე მიუთითა.

„მე ვფიქრობ, რომ ძალიან სასარგებლო იქნება, თუ ქართველი ლიდერები, ყველა პოლიტიკური პარტიიდან, მკაფიოდ განაცხადებენ, რომ ძალადობა მიუღებელია. ეს თავდასხმები მკაფიოდ უნდა იყოს დაგმობილი“, - აღნიშნა ელჩმა.

მისივე თანახმად, ხალხი, რომელიც მის მიერ ჩადენილ ამ ძალადობას სოციალური ქსელის მეშვეობით აღიარებს, მნიშვნელოვანია გამჭვირვალე გამოძიების წარმართვა და ამის შედეგები საზოგადოებამ უნდა დაინახოს.

კელი დეგნანი ფიქრობს, რომ ძალიან კარგი იქნება, თუ ამის შესახებ ქართველი პოლიტიკური ლიდერები მკაფიონი იქნებიან.

„რა თქმა უნდა, ძალადობა მიუღებელია და ვფიქრობ, რომ ეს ასევე გავიგეთ, მერმა კალაძემ და ზოგიერთმა სხვამ აღნიშნეს, რომ ძალადობა მიუღებელია და პარტიის თავმჯდომარე [ირაკლი კობახიძე] ასეთ ბრალდებების გაკეთებას თუ აპირებს, მაშინ, ვფიქრობ, როგორც მინიმუმ უნდა აღნიშნოს მაინც, ვისზე საუბრობს. თუ არა, მაშინ ეს მხოლოდ ჭორები და მეტი შეთქმულების თეორიებია, რომელთა შემოგდებაც საზოგადოების დასაბნევად ხდება.

აქ რაც მნიშვნელოვანია არის ის, რომ ეს ძალადობა ტრენდის დასაწყისს ჰგავს და ვფიქრობ, ეს ძალიან სახიფათო და უსიამოვნოა ქართველებისთვის, რომლებსაც წარსულში უნახავთ ასეთი კოორდინირებული ძალადობა.

და ვფიქრობ, რომ ძალიან დადებითი იქნება, თუ ქართველი ლიდერები ყველა პოლიტიკური პარტიიდან, ცხოვრების ყველა გზიდან ძალიან ნათელს გახდიან, რომ ძალადობა მიუღებელია და ამ თავდასხმებს ნათლად დაგმობენ. ასევე მნიშვნელოვანია იმ ხალხის დაპატიმრებასთან ერთად, რომლებიც თავიანთ სოციალურ ქსელებში აღიარებენ, რომ ძალადობა ჩაიდინეს, იყოს გამჭვირვალე გამოძიება და ბრალდებები. შედეგები უნდა არსებობდეს, რათა საზოგადოებამ დაინახოს, რომ ასეთი ფორმის ძალადობა მიუღებელია”, - განაცხადა კელი დეგნანმა.


27 ივნისს, საცხოვრებელ სახლთან სცემეს „ნაციონალური მოძრაობის" სამეურნეო სამსახურის თანამშრომელს, დავით ოსიყმიშვილს. საქმეზე შსს-მ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით (ძალადობა), თუმცა ჯერჯერობით დაკავებული არავინ არის.