სენატში იმპიჩმენტის პროცესზე, დემოკრატებმა დონალდ ტრამპის მხარდამჭერების კაპიტოლიუმში შეჭრის კადრები აჩვენეს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
კადრებში ნათლად ჩანს, აშშ-ის ყოფილ ვიცე-პრეზიდენტთან, მაიკ პენსთან რამდენად ახლოს იყვნენ შტურმის მონაწილეები და როგორ ცდილობდნენ მორიგე ოფიცრები პოლიტკოსების უსაფრთხოდ გაყვანას.
ტრამპის იმპიჩმენტი სენატმა კონსტიტუციურად ცნო.