ბელარუსის პრეზიდენტმა ხელისუფლებიდან წასვლის პირობა დაასახელა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
"ხელისუფლებიდან ჩემი წასვლის მთავარი პირობა: ქვეყანაში მშვიდობა, წესრიგი, არანაირი საპროტესტო მოქმედებები, არანაირი ქვეყნის გადატრიალება, საკუთარი აზრის კანონის ფარგლებში გამოთქმა.
მეორე პირობა: თუ მოხდება ისე, რომ ხელისუფლებაში სხვები მოვლენ და მათ სხვანაირი შეხედულებები ექნებათ, მეორე პუნქტად ჩვენ ჩავწერთ, რომ ამჟამინდელი პრეზიდენტის მომხრეებს თმის ღერი არ უნდა ჩამოუვარდეთ",- აცხადებს ლუკაშენკო.
მოქმედი პრეზიდენტი ინიციატივით გამოდის, რათა ბელარუსის საყოველთაო სახალხო კრება საკონსტიტუციო ორგანოდ იქცეს.
ბელარუსში საპროტესტო აქციები 9 აგვისტოდან მიმდინარეობს. აქციების მუხტის გასანეიტრალებლად მოქმედმა პრეზიდენტმა რამდენიმე შეთავებაც გააკეთა, მათ შორის საკონსტიტუციო ცვლილებებიც.