უკრაინაში Leopard-ის ტიპის ათობით ტანკი უახლოეს კვირებში გაიგზავნება

გერმანიიდან და დანიიდან Leopard-ის ტიპის ათობით ტანკს უკრაინა უახლოეს კვირებში მიიღებს.
 
ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა.
 
საუბარია ადრეული მოდიფიკაციის Leopard-ებზე - 1A5-ზე.
 
თებერვალში ბერლინმა იევისთვის 180-მდე ასეთი ტანკის მიწოდების შესახებ გამოაცხადა.