ყაზახეთის პრეზიდენტის განცხადებით, თანამედროვე სატრანსპორტო ინფრასტრუქტურისა და ახალი კონკურენტული მარშრუტების შექმნამ სტრატეგიული მნიშვნელობა შეიძინა.
ყასიმ ჟომართ თოყაევის კომენტარს აზერბაიჯანული სააგენტო Trendი ავრცელებს.
„ეკონომიკური თანამშრომლობა დიდწილად დამოკიდებულია სატრანზიტო და სატრანსპორტო შესაძლებლობების ეფექტიან გამოყენებაზე. ტრადიციული მიწოდების ჯაჭვების მოშლის ფონზე, თანამედროვე სატრანსპორტო ინფრასტრუქტურისა და ახალი კონკურენტული მარშრუტების შექმნამ სტრატეგიული მნიშვნელობა შეიძინა.
მისივე თანახმად, შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის წევრი ქვეყნების ერთობლივი მონაწილეობა ინიციატივაში „ერთი სარტყელი, ერთი გზა“ და ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი (TITR), ანუ ე.წ. შუა დერეფანი ხელს შეუწყობს სატრანსპორტო სფეროში თანამშრომლობის პოტენციალის გაზრდას ფართო რეგიონში.
„როგორც პრაქტიკული ღონისძიება, ყაზახეთი გვთავაზობს ძირითადი სტრატეგიული პორტებისა და ლოგისტიკური ცენტრების საპარტნიორო ქსელის შექმნას,“ - განაცხადა თოყაევმა.