არასამთავრობო ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" (PHR) თანახმად, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ მანანა ნიკაჭაძემ სექსუალური შევიწროება დაადგინა ქალთა საფეხბურთო კლუბის, „მართვეს" და მწვრთნელის, პაატა დოგრაშვილის მხრიდან, ცხრა ქალი ფეხბურთელის მიმართ.
„ეს არის პირველი სასამართლო გადაწყვეტილება, სადაც საფეხბურთო კლუბი, ისევე როგორც მწვრთნელი, ცნობილი იქნა სექსუალურ შევიწროებაში პასუხისმგებელად და დაეკისრა მორალური ზიანის ანაზღაურება 36,000 ლარის ოდენობით," - იუწყება PHR.
ქალი ფეხბურთელების ინტერესებს სასამართლოში ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" წარმოადგენდა.