ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა პირადად გააფრთხილა თავისი რუსი კოლეგა ვლადიმერ პუტინი უკრაინაში ბირთვული იარაღის გამოყენების საკითხის გარშემო გააფრთხილა.
ამის შესახებ Financial Times-ი (FT) 5 დასავლელ და ჩინელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს.
მისივე თანახმად, ჩინეთის ლიდერმა თავისი გზავნილი პუტინს მოსკოვში, მარტის ვიზიტის დროს გადასცა.
FT აღნიშნავს, რომ თავის საჯარო განცხადებებში ჩინეთი მუდმივად ეწინააღმდეგებოდა უკრაინაში ბირთვული იარაღის გამოყენებას, მაგრამ კიევის ბევრ მოკავშირეს ეჭვი ეპარება პეკინის განზრახვებში, ითვალისწინებე რა სი ძინპინისა და პუტინის პარტნიორობის „უსაზღვრო“ და ჩინეთის ე.წ. „სამშვიდობო გეგმას, რომელიც მეტწილად რუსულ თეზებს იმეორებს.
გასული წლის ნოემბერში აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან შეხვედრისას სი ძინპინი დაეთანხმა თავის ამერიკელ კოლეგას, რომ "ბირთვული ომი არასოდეს უნდა აწარმოო და ის ვერასოდეს იქნება მომგებიანი.“ მან ხაზი გაუსვა წინააღმდეგობას უკრაინაში ბირთვული იარაღის გამოყენებასთან ან საფრთხესთან დაკავშირებით.
უკრაინის სადაზვერვო სამსახურები გამოვიდნენ გაფრთხილებით, რომ რუსეთი ოკუპირებული ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე საბოტაჟს გეგმავს. ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს ხელმძღვანელმა ოლექსი დანილოვმა განაცხადა, რომ ატომური სადგურის წინააღმდეგ ნებისმიერი ტერორისტული თავდასხმა, ბირთვული იარაღის გამოყენებად ჩაითვლება.
დასავლეთი მუდმივად მოუწოდებს ჩინეთს, რომ გაზარდოს ზეწოლა რუსეთზე, რათა მოკსოვმა უკრაინაში ომი დაასრულოს.