ახალი ამბები
უცხოეთი
ჩინეთის საგარეო უწყება ჯოზეფ ბორელის ვიზიტის გაუქმებაზე კომენტარს აკეთებს. სამინისტროში აცხადებენ, რომ მიესალმებიან ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელის ვიზიტს ორივე მხარისთვის მოსახერხებელ დროს.
„ჩინეთი დიდად აფასებს ჩინეთ-ევროკავშირის ურთიერთობებს და ინარჩუნებს კონტაქტებს ევროპულ მხარესთან ყველა დონეზე და ყველა სფეროში. ჩვენ მივესალმებით უმაღლესი წარმომადგენლის, ბორელის ვიზიტს ჩინეთში ორივე მხარისთვის ხელსაყრელ დროს.
ჩვენ მზად ვართ, შევინარჩუნოთ კომუნიკაცია ევროკავშირთან ამასთან დაკავშირებით,“ – განაცხადა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, ვან ვენბინმა.
გუშინ, 4 ივლისს გახდა ცნობილი, რომ ჩინეთმა ჯოზეფ ბორელს პეკინში დაგეგმილი ოფიციალური ვიზიტი გაუუქმა.