NATO-ს გენერალური მდივნის განცხადებით, „ვაგნერის“ მებრძოლების უმეტესობა ბელორუსში არ გადასულა.
POLITICO-სთან ინტერვიუში იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ გარკვეული მზადება „ვაგნერის“ ძალების მასპინძლობისთვის არის, მაგრამ ჯერჯერობით არ უნახავთ მათი იქ ჩასვლა.
„ყურადღებით ვაკვირდებით ბელარუსში მიმდინარე მოვლენებს“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.
მისივე თქმით, „ვაგნერის“ ძალები კვლავ აქტიურობენ აფრიკაში და უკრაინის ფრონტის ხაზისგან მოშორებით, ბელორუსში კი, მხოლოდ რამდენიმე ჩავიდა.
ასევე გაეცანით:
- მედია: პრიგოჟინის ოფისში ყალბი პასპორტები და ჩემოდნებში ფული იპოვეს
- ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ რუსეთი ტერორიზმის სპონსორად, „ვაგნერი“ კი, ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარა