ირანმა ჰორმუზის სრუტესთან ნავთობის ტანკერის მიმართულებით ცეცხლი გახსნა, აშშ პასუხით დაიმუქრა - მედია

ირანმა სტრატეგიული ჰორმუზის სრუტის მახლობლად, ორი ნავთობტანკერის ხელში ჩაგდება სცადა, მათ შორის, ერთ-ერთ მათგანზე გასროლით. ამის შესახებ აშშ-ის საზღვაო ძალებმა განაცხადეს.

მისივე თანახმად, ორივე შემთხვევაში, ირანის საზღვაო ხომალდებმა უკან დაიხიეს აშშ-ის საზღვაო ძალების პასუხის შემდეგ და რომ ორივე კომერციულმა გემმა განაგრძო მოგზაურობა.

„ირანის საზღვაო ფლოტი ცდილობდა, ხელში ჩაეგდო კომერციული ტანკერები, რომლებიც კანონიერად მოძრაობდნენ საერთაშორისო წყლებში,“ - განაცხადა აშშ-ის საზღვაო ძალების მეხუთე ფლოტის სპიკერმა განაცხადა ტიმ ჰოკინსმა.

მისივე თანახმად, აშშ-ის საზღვაო ძალებმა დაუყოვნებლივ უპასუხეს და აღკვეთეს ეს დაკავება.”

სპიკერის თქმით, მეორე გემზე გასროლას მსხვერპლი ან დიდი ზიანი არ მოჰყოლია.

თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს წარმომადგენელმა Al Arabiya English-ს განუცხადა, რომ აშშ ინციდენტს უპასუხოდ არ დატოვებს.


„აშშ უპასუხებს ირანის აგრესიას ჩვენს გლობალურ მოკავშირეებთან და ჩვენს პარტნიორებთან ერთად ახლო აღმოსავლეთის რეგიონში, რათა უზრუნველყოს ნაოსნობის თავისუფლება ჰორმუზის სრუტესა და სხვა სასიცოცხლო მნიშვნელობის წყლებში“, - აღნიშნა NSC-ის სპიკერმა.

ჰორმუზის სრუტე ომანის და სპარსეთის ყურეებს აკავშირებს. ბოლო წლებში ჰორმუზის სრუტე ირანსა და დასავლეთის სახელმწიფოებს შორის დაძაბულობის კერა ხდებოდა.

ინციდენტი ხშირია ჰორმუზის სრუტესა და მის გარშემო, ყურის ვიწრო შესართავში, რომლის საშუალებითაც გადის ნედლი ნავთობის 20 პროცენტი.

აშშ-ირანული დაძაბულობა იზრდება მას შემდეგ, რაც ტრამპის ადმინისტრაციამ ცალმხრივად დატოვა ირანის 2015 წლის ბირთვული შეთანხმება. ირანმა უპასუხა თავისი ბირთვული აქტივობების გაძლიერებით - რომელიც, მისი თქმით, არის წმინდა მშვიდობიანი - და ასევე აწვდის რუსეთს შეიარაღებულ თვითმფრინავებს უკრაინის წინააღმდეგ ომისთვის.