Meta-მ Twitter-ის კონკურენტი აპლიკაცია - Threads აამოქმედა.
Businessinsider-ის თანახმად, Threads-ს აქვს ერთი თვალსაჩინო უპირატესობა სხვა კონკურენტებთან შედარებით, რაც იმას გულისხმობს, რომ „ინსტაგრამის“ არსებული მომხმარებლის ბაზის ახალ Threads ანგარიშებად გადაქცევა შეიძლება.
Statista-ს მონაცემებით, Instagram-ს 1,21 მილიარდზე მეტი აქტიური მომხმარებელი ჰყავს.
კომპანია Meta-ს აღმასრულებელი დირექტორის, მარკ ცუკერბერგის თქმით, აპლიკაცია Threads-ი მისი ჩაშვებიდან რამდენიმე საათში უკვე 10 მილიონზე მეტმა ადამიანმა ჩამოტვირთა.
ამასთან, მისი შექმნა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც Twitter-ის მფლობელმა, ელონ მასკმა არაერთი საკამათო ცვლილება გაატარა, რამაც საზოგადოების ნეგატიური გამოხმაურება გამოიწვია.
ასევე საინტერესო დეტალია, რომ Threads-ის მეშვეობით, Twitter-სგან განსხვავებით, შედარებით უფრო ვრცელი პოსტების დაწერა იქნება შესაძლებელი.