თეგი: Meta
Meta-მ კიდევ ერთხელ გააფრთხილა ევროპა, რომ იძულებული იქნება, Facebook-ისა და Instagram-ის მუშაობა შეაჩეროს
Meta-მ კიდევ ერთხელ გააფრთხილა ევროპა, რომ იძულებული იქნება, Facebook-ისა და Instagram-ის მუშაობა შეაჩეროს, თუ ის ვერ შეძლებს მომხმარებლის მონაცემების დაბრუნებას შეერთებულ შტატებში განთავსებულ სერვერებზე. საგულისხმოა, რომ მომხმარებლის კონფიდენციალურობის დაცვის შესახებ ევროპული კანონმდებლობის თანახმად, მომხმარებლების მონაცემი ევროკავშირის იურისდიქციაში უნდა ინახებოდეს. კომპანიის განმარტებით, მონაცემთა გადაცემის შეჩერება დამანგრეველ გავლენას მოახდენს მის მიზანმიმართულ ონლაინ რეკლამის შესაძლებლობებზე. „ჩვენ არ გვაქვს არანაირი სურვილი და გეგმები ევროპიდან გასვლის, მაგრამ მარტივი რეალობა ის არის, რომ Meta და მრავალი სხვა ბიზნესი, ორგანიზაცია და სერვისი ეყრდნობა მონაცემთა გადაცემას ევროკავშირსა და აშშ-ის შორის, რათა აწარმოოს გლობალური სერვისები“, - ნათქვამია კომპანიის სპიკერის განცხადებაში.ანალოგიური საფრთხის შესახებ Facebook-ი 2020 წლის სექტემბერშიც იუწყებოდა. აღსანიშნავია, რომ გასულ კვირას, Meta-ს აქციები 25%-ით დაეცა, ისტორიაში პირველად კი, ტექნოლოგიური გიგანტის ყოველდღიური აქტიური მომხმარებლების რიცხვი შემცირდა.
გერმანიისა და საფრანგეთის ეკონომიკის მინისტრები კომპანია Meta-ს მიერ ევროპაში Facebook-ისა და Instagram-ის მუშაობის, შესაძლო შეჩერების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურებიან
გერმანიისა და საფრანგეთის ეკონომიკის მინისტრები, რობერტ ჰაბეკი და ბრუნო ლე მერი კომპანია Meta-ს მიერ ევროპაში Facebook-ისა და Instagram-ის მუშაობის შესაძლო შეჩერების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურებიან. „ჰაკერული შეტევის შემდეგ, ოთხი წელი ვცხოვრობდი Facebook-ისა და Twitter-ის გარეშე და ცხოვრება ფანტასტიური იყო“, - აღნიშნა გერმანიის ეკონომიკის მინისტრმა, რობერტ ჰაბეკმა ფრანგ კოლეგასთან გამართულ ღონისძიებაზე. თავის მხრივ, საფრანგეთის ეკონომიკის მინისტრმა, ბრუნო ლე მერმა აღნიშნა, რომ ცხოვრება Facebook-ის გარეშე ძალიან კარგია. „შემიძლია დავადასტურო, რომ Facebook-ის გარეშე ცხოვრება ძალიან კარგია და Facebook-ის გარეშე ძალიან კარგად ვიცხოვრებდით. ციფრულმა გიგანტებმა უნდა გაიგონ, რომ ევროპის კონტინენტი მათ წინააღმდეგობას გაუწევს და თავის სუვერენიტეტს დაადასტურებს“, - განაცხადა საფრანგეთის ეკონომიკის მინისტრმა. ცნობისთვის, 7 თებერვალს, გამოცემა Mashable-მა ინფორმაცია გაავრცელა, რომ მომხმარებელთა პერსონალური მონაცემების შენახვის ადგილის ირგვლივ დავის გამო, კომპანია Meta-მ ევროპაში სოციალური ქსელების, Facebook-ისა და Instagram-ის მუშაობა შეიძლება შეაჩეროს.
რუსეთში, სასამართლომ Instagram-ი და Facebook-ი აკრძალა
რუსეთში, სასამართლომ Instagram-ი და Facebook-ი „ექსტრემისტული საქმიანობის“ გამო აკრძალა. შესაბამისი გადაწყვეტილება მოსკოვის სასამართლომ მიიღო. ამით სასამართლომ რუსეთის გენერალური პროკურატურის სარჩელი დააკმაყოფილა კომპანია Meta-ს აკრძალვის თაობაზე. ამასთან, როგორც რუსეთის პროკურატურაში განმარტავენ, რომ აკრძალვა WhatsApp-ის მესინჯერზე არ ვრცელდება.
რუსეთმა META ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა
რუსეთმა კომპანია META ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა. CNN-ის ცნობით, რუსეთის ფედერალური ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა, აშშ-ის მულტინაციონალური ტექნოლოგიური კომპანია META, რომელშიც სოციალური ქსელები Facebook-ი და Instagram-ი შედიან, ტერორისტულ და ექსტრემისტულ ორგანიზაციათა სიაში შეიყვანა. აკრძალვა ბანკებს ავალდებულებს, გაყინონ კომპანიის ანგარიშები და შეწყვიტონ მისი ანგარიშების მომსახურება.
WSJ: მარკ ცუკერბერგი თანამშრომლების მასოვრივ შემცირებას გეგმავს
ამერიკული კორპორაცია Meta Platforms-ის ხელმძღვანელი მარკ ცუკერბერგი ამ კვირაში თანამშრომლების ფართომასშტაბიანი გათავისუფლების დაწყებას გეგმავს. ამის შესახებ The Wall Street Journal-ი წერს. მოსალოდნელია, რომ სამსახურის დატოვება ათასობით მუშაკს მოუწევს. წყაროების ცნობით, Meta Platforms-ის თანამშრომლების გათავისუფლების შესახებ ოფიციალურად, 9 ნოემბერს გახდება ცნობილი. სექტემბრის ბოლოსთვის Meta Platforms-ში 87 000-ზე მეტი ადამიანი იყო დასაქმებული. გამოცემა აღნიშნავს, რომ თანამშრომლების ასეთი ფართომასშტაბიანი შემცირება, კომპანიის ისტორიაში პირველად მოხდება. Meta Platforms-ის პრესსპიკერმა ამ ინფორმაციის კომენტირებაზე უარი თქვა.
მარკ ცუკერბერგი: META 11 000-ზე მეტ მუშაკს ათავისუფლებს
Facebook-ის მფლობელი კომპანია Meta, 11 000-ზე მეტ თანამშრომელს, არასტაბილური შემოსავლების გამო ათავისუფლებს. ამის შესახებ კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის მარკ ცუკერბერგის წერილშია ნათქვამი, რომელიც დღეს გამოქვეყნდა. „მე გადავწყვიტე, რომ ჩვენი გუნდი დაახლოებით 13%-ით შემცირდეს და 11000-ზე მეტი ჩვენი ნიჭიერი თანამშრომელი გავათავისუფლო. ჩვენ ასევე ვდგამთ დამატებით ნაბიჯებს, რათა გავხდეთ უფრო მოქნილი და ეფექტური კომპანია დისკრეციული ხარჯების შემცირებითა და პირველი კვარტლის განმავლობაში თანამშრომლების დაქირავების შეჩერების გზით“, - ნათქვამია განცხადებაში. გათავისუფლებულ თანამშრომლებს ცუკერბერგი 3,5 თვის (16 კვირის) და ერთი კვირის განმავლობაში ხელფასის ოდენობის კომპენსაციას დაჰპირდა.
ნახევარ მილიარდზე მეტი მომხმარებლის მონაცემის გაჟონვისთვის, Meta $277 მილიონით დაჯარიმდა
Bloomberg-ის ცნობით, ირლანდიის მონაცემთა დაცვის კომისიამ, რომელიც ევროკავშირის კონფიდენციალურობის მთავარი დამკვირვებელია, აშშ-ს მულტინაციონალური ტექნოლოგიური კომპანია Meta, ნახევარ მილიარდზე მეტი მომხმარებლების შესახებ ინფორმაციის გაჟონვისთვის $277 მილიონით დააჯარიმა. მედიის ცნობით, გამოძიება ეხებოდა ჰაკერულ ვებსაიტზე პერსონალური ინფორმაციის გამოქვეყნებას Facbook-ის 533 მილიონი მომხმარებლის შესახებ მათი ტელეფონის ნომრებისა და ელექტრონული ფოსტის მისამართების ჩათვლით. კომპანიის განცხადებით, პრობლემა აღმოაჩინეს და ჯერ კიდევ 2019 წელს აღმოფხვრეს. ჯარიმის გამოცხადების შემდეგ, Meta-მ განაცხადა, რომ ადამიანების მონაცემების კონფიდენციალურობისა და უსაფრთხოების დაცვა ამ ბიზნესის ფუნქციონირებისთვის ფუნდამენტურია და კომპანია სრულად თანამშრომლობს მარეგულირებლებთან.
Facebook-მა საქართველოს მთავრობის სტრატკომთან დაკავშირებული 100-ზე მეტი ყალბი ანგარიში და გვერდი წაშალა
Facebook-მა საქართველოს მთავრობის სტრატკომთან დაკავშირებული 100-ზე მეტი ყალბი ანგარიში და გვერდი წაშალა. ამის შესახებ Facebook-ის მფლობელი კომპანიის, Meta-ს კვარტალურ ანგარიშში წერია. Meta-ს თანახმად, მათ 80 Facebook ანგარიში, 26 გვერდი, 9 ჯგუფი და Instagram-ის 2 ანგარიში წაშალეს, რომელიც „ფეიკ“ ანგარიშებით იმართებოდა და მათზე იყო დამოკიდებული. ასეთი ყალბი ანგარიშებიდან „დაპოსტვით“, „დალაიქებით“ და დაკომენტარებით, კონტენტი უფრო პოპულარული ჩანდა, ვიდრე რეალურად იყო. ანგარიშის თანახმად, 138,000 ანგარიშს გამოწერილი ჰყავდა ერთი ან რამდენიმე ასეთი გვერდი, დაახლოებით 238,000 ანგარიში კი გაწევრიანებული იყო ერთ ან რამდენიმე ჯგუფში. 400 ანგარიშს კი გამოწერილი ყავდა ერთი ან მეტი ასეთი Instagram ანგარიში. Facebook-სა და Instagram-ზე ამ ყალბი ანგარიშების, გვერდებისა და ჯგუფების რეკლამისთვის დაახლოებით 33,500 დოლარი იყო დახარჯული. “ედ გვერდები და ჯგუფები ცდილობდნენ თავი წარმოეჩინათ, როგორც ადგილობრივ, დამოუკიდებელ და პროსამთავრობო ჯგუფებს. ქსელი ფუნქციონირებდა, რათა საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების მხარდამჭერი კონტენტი გაეძლიერებინა, მათ შორის, ოფიციალური სამთავრობო გვერდებისა და პროსამთავრობო მედიის ანგარიშების ხელახალი გაზიარებით. ისინი ასევე ოპოზიციის კრიტიკას იზიარებდნენ, განსაკუთრებით ბოლოდროინდელი ე.წ. “უცხოური აგენტების” კანონპროექტის შესახებ სახალხო პროტესტის დროს, რომელიც ახლა უკვე გაწვეულია”, - წერია ანგარიშში.
Meta Twitter-ის მსგავს პლატფორმას უშვებს
Meta მიკრობლოგის აპის, Threads-ის გაშვებას გეგმავს. Threads-ი ქსელში სავარაუდოდ, ხუთშაბათს ჩაეშვება. Reuters-მა Meta-ს კომენტარისთვის მიმართა, თუმცა კომპანიისგან პასუხი არ მიუღია. სიახლეს Meta-სგან წინ უძღვის მისი კონკურენტის განცხადება, რომლის თანახმად, Twitter-ი გარკვეულ შეზღუდვებს ნერგავს. მასკის მიერ დაანონსებულმა შეზღუდვებმა მომხმარებლების უარყოფითი რეაქციები გამოიწვია.
Meta-მ Twitter-ის კონკურენტი აპლიკაცია - Threads ქსელში ვადაზე ადრე ჩაუშვა
Meta-მ Twitter-ის კონკურენტი აპლიკაცია - Threads აამოქმედა. Businessinsider-ის თანახმად, Threads-ს აქვს ერთი თვალსაჩინო უპირატესობა სხვა კონკურენტებთან შედარებით, რაც იმას გულისხმობს, რომ „ინსტაგრამის“ არსებული მომხმარებლის ბაზის ახალ Threads ანგარიშებად გადაქცევა შეიძლება. Statista-ს მონაცემებით, Instagram-ს 1,21 მილიარდზე მეტი აქტიური მომხმარებელი ჰყავს. კომპანია Meta-ს აღმასრულებელი დირექტორის, მარკ ცუკერბერგის თქმით, აპლიკაცია Threads-ი მისი ჩაშვებიდან რამდენიმე საათში უკვე 10 მილიონზე მეტმა ადამიანმა ჩამოტვირთა. ამასთან, მისი შექმნა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც Twitter-ის მფლობელმა, ელონ მასკმა არაერთი საკამათო ცვლილება გაატარა, რამაც საზოგადოების ნეგატიური გამოხმაურება გამოიწვია. ასევე საინტერესო დეტალია, რომ Threads-ის მეშვეობით, Twitter-სგან განსხვავებით, შედარებით უფრო ვრცელი პოსტების დაწერა იქნება შესაძლებელი.
მარკ ცუკერბერგმა Threads-ის ჩაშვების დღეს, 11 წლის განმავლობაში პირველი „ტვიტი“ გამოაქვეყნა
მარკ ცუკერბერგმა ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში თავისი პირველი „ტვიტი“ გამოაქვეყნა. pic.twitter.com/MbMxUWiQgp — Mark Zuckerberg (@finkd) July 6, 2023 ცუკერბერგის „ტვიტი“ გამოჩნდა იმ დღეს, როდესაც Meta Platforms Inc.-ის დამფუძნებელმა, Twitter-ის კონკურენტი შექმნა და ქსელში უკვე ჩაუშვა.
Twitter-მა Meta-ს ახალი პლატფორმის შექმნის გამო, შესაძლოა, სასამართლოში უჩივლოს
Twitter-მა Meta-ს ახალი პლატფორმის შექმნის გამო, შესაძლოა, სასამართლოში უჩივლოს. Twitter-ის ადვოკატმა Meta-ს აღმასრულებელ დირექტორს მარკ ცუკერბერგს წერილი გაუგზავნა და კომპანია კომერციული საიდუმლოების მითვისებაში დაადანაშაულა. „კონკურენცია კარგია, მოტყუება არა,“ - დაწერა თავის მხრივ, Twitter-ის მფლობელმა ილონ მასკმა სოციალურ ქსელში. ასევე წაიკითხეთ: Meta-მ Twitter-ის კონკურენტი აპლიკაცია - Threads ქსელში ვადაზე ადრე ჩაუშვა
საქართველომ Meta-ს გასული წლის 6 თვეში ანგარიშებზე ინფორმაცია 47-ჯერ სთხოვა
2023 წლის, პირველ 6 თვეში საქართველოს მთავრობამ Meta-ს მომხმარებელთა პერსონალური ანგარიშების შესახებ 47 თხოვნით, ჯამში, 149 ანგარიშის შესახებ მიმართა. Meta-ს წლის ანგარიშის მიხედვით, მოთხოვნათა უმეტესობა სისხლის სამართლის საქმეების გამოძიების ინტერესით იყო გამოწვეული და საქართველოდან შესული მოთხოვნების 93.62% დადებითად დააკმაყოფილეს, რაც ნიშნავს, რომ მოთხოვნილი ინფორმაცია Meta-მ საქართველოს ხელისუფლებას მიაწოდა. საუბარია Meta-ში შემავალი Facebook-ის, Instagram-ის, Messenger-ის, Oculu-ს და Whatsapp-ის ანგარიშებზე. ჰოლდინგი თითოეული განცხადების დეტალური სამართლებრივი შესწავლის საფუძველზე იღებს გადაწვეტილებას ინფორმაციის სრულად, ნაწილობრივ ან საერთოდ არგაცემის თაობაზე. Meta-ს მონაცემებით 2023 წლის იანვარ-ივნისში საქართველოს მთავრობისგან შესული მოთხოვნების რაოდენობა გაზრდილია. 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში საქართველოდან Meta-ში 27 მოთხოვნა შევიდა, 2022 წლის ივლისს-დეკემბერში კი - 28. ანგარიშის მიხედვით, წინა წლებთან შედარებით, გასული წლის პირველ 6 თვეში გაზრდილია Meta-ს მიერ, საქართველოს მთავრობის მოთხოვნების დაკმაყოფილების მაჩვენებელიც. რეგიონის ქვეყნებიდან Meta-ს ყველაზე ხშირად, გასული წლის პირველ ექვს თვეში საქართველოდან მიმართავდნენ. სომხეთის მთავრობამ იმავე პერიოდში Meta-ს 5 მოთხოვნა გაუგზავნა (60% დაკმაყოფილდა), აზერბაიჯანის მთავრობამ კი 15 (40% დაკმაყოფილდა) Meta-მ გასული წლის პირველ ექვს თვეში ყველა მეტი მოთხოვნა აშშ-დან მიიღო, 74 ათასამდე (73,956) განაცხადი 125 ათასზე მეტი პირის ანგარიშს შეეხებოდა. დაკმაყოფილდა მოთხოვნის 87.84%. ევროპის ქვეყნებიდან პერსონალური ანგარიშებზე ინფორმაციის მიღების მოთხოვნით Meta-ს ყველზე მეტი განცხადება გერმანიიდან აქვს მიღებული. 21 ათასამდე განაცხადის (20.741) 71.75% დადებითად დაკმაყოფილდა.
ევროკომისიამ ტექნოლოგიურ გიგანტებს მოუწოდა, დაეხმარონ რუსეთისა და ბელორუსის დამოუკიდებელ მედიას
ევროპის კომისიამ Google-ს, Meta-სა და სხვა ტექნოლოგიურ კომპანიებს მოუწოდა, დაეხმარონ რუსეთისა და ბელორუსის დამოუკიდებელ მედიაორგანიზაციებს, თავიანთი მასალები საინფორმაციო აგრეგატორებში სამთავრობო მედიასაშუალებებზე უფრო წინ წაწიონ. ამის შესახებ Financial Times-ი წერს. გამოცემის ცნობით, ევროკომისიას შესაბამისი თხოვნით მიმართეს ბელორუსის ჟურნალისტებმა, რომლებმაც ლუკაშენკოს რეჟიმის დევნის გამო დატოვეს საკუთარი ქვეყანა. Google-ისა და Meta-ს საინფორმაციო აგრეგატორების ალგორითმები ცენზურულ შეზღუდვებს ითვალისწინებს და აუდიტორიას არ აძლევს ხელისუფლების კრიტიკის შემცველი მასალების ნახვის უფლებას. გარდა ამისა, როგორც დამოუკიდებელი ჟურნალისტები აღნიშნავენ, Google News-ი არ ახდენს მასალების ინდექსაციას ბელორუსულ ენაზე. „დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლა და მასმედიის თავისუფლებისთვის ხელშეწყობა - ერთი მედლის ორი მხარეა. ჩვენ გვსურს, რომ მსხვილმა ტექნოლოგიურმა კომპანიებმა ერთიც გააკეთონ და მეორეც. ეს ნიშნავს, რომ ინტერნეტში უზრუნველყოფილ იქნეს სანდო ინფორმაციის ხილვადობა და არა მინსკისა და კრემლის პროპაგანდისა,“ - განაცხადა ევროკომისიის თავმჯდომარის მოადგილემ, ვერა იოუროვამ, რომელმაც ეს საკითხი Google-ის წარმომადგენლებთან ერთად განიხილა. FT-ს თხოვნის საპასუხოდ Google-ში განაცხადეს, რომ კომპანია „ყოველ ღონეს ხმარობს, შექმნას და უზრუნველყოს წესების დაცვა ისე, რომ მხედველობაში არ იყოს მიღებული პოლიტიკური მოსაზრებები.“ Meta-ში გამოცემის მოწოდებაზე კომენტარი არ გაუკეთებიათ.
ვინ და რამდენს ხარჯავს Meta-ს პლატფორმებზე რეკლამებში - ISFED-ის კვლევა
Meta-ს პოლიტიკური რეკლამების ბიბლიოთეკის (Ad Library) მონაცემების მიხედვით, 2023 წლის პირველი ოქტომბრიდან 29 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში Facebook-ისა და „ინსტაგრამის“ პლატფორმებზე საქართველოში მყოფი მომხმარებლებისთვის სოციალური/პოლიტიკური რეკლამა 846-მა გვერდმა/ანგარიშმა განათავსა, 288-ით მეტმა, ვიდრე წინა კვარტალში. რეკლამების ბიბლიოთეკაში მოცემულ პერიოდში ამ გვერდების მიერ განთავსებული 8 139 რეკლამა იძებნება, რაც 56%-ით აღემატება წინა კვარტალში განთავსებული რეკლამების რიცხვს. გამოქვეყნებული რეკლამების ჯამური ღირებულება 279 441 აშშ დოლარია, 69%-ით მეტი წინა კვარტალის დანახარჯებზე. „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ (ISFED) რეკლამების რაოდენობის, მათი განმათავსებლებისა და დანახარჯების კვარტალურ მიმოხილვას აქვეყნებს. ISFED-ის ცნობით, ყველაზე დიდი დანახარჯების მქონე გვედრები იყო: შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი, ქართული ოცნება, ირაკლი ღარიბაშვილი, გიორგი ვაშაძე, TV იმედი და სხვა.
რუსეთში Meta-ს კომუნიკაციების დირექტორს 6-წლიანი პატიმრობა დაუსწრებლად მიუსაჯეს
მოსკოვის სამხედრო სასამართლომ კომპანია Meta-ს კომუნიკაციების დირექტორს თავისუფლების აღკვეთა დაუსწრებლად მიუსაჯა. ინფორმაციას დამოუკიდებელი რუსული მედიასაშუალება „მედიაზონა“ ავრცელებს. კერძოდ, მოსკოვის სასამართლომ „მეტას“ კომუნიკაციების დირექტორს, ენდი სტოუნს „ინტერნეტში ტერორიზმის გამართლების“ ბრალდებით ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. საქმე ეხება სტოუნის მიერ 2022 წლის 11 მარტს გამოქვეყნებულ პოსტს, რომელშიც სტოუნი „მეტას“ გადაწყვეტილებაზე საუბრობს, რომლის მიხედვითაც 2022 წლის თებერვალში რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ „მეტა“ „ფეისბუქისა“ და „ინსტაგრამის“ იმ მომხმარებლებს არ დაბლოკავდა, რომლებიც „რუსი დამპყრობლებისა“ და ვლადიმერ პუტინის სიკვდილის შესახებ მოწოდებებს აკეთებდნენ. აღნიშნული ფაქტის შემდეგ რუსეთის ხელისუფლებამ „მეტას“ ექსტრემისტული ორგანიზაციის სტატუსი მიანიჭა და რუსეთში „ფეისბუქი“ და „ინსტაგრამი“ დაბლოკა.
Meta-ს პლატფორმებიდან სამხრეთ კავკასიაში მოქმედი რუსული ქსელი წაიშალა
Meta-ს საფრთხეების ანგარიშის მიხედვით, კომპანიის პლატფორმებიდან სამხრეთ კავკასიაში მოქმედი რუსული ქსელი წაიშალა. ISFED-ის (სამართლიანი არჩევნები) ცნობით, ქსელი საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში მოქმედებდა და მასში 76 ფეისბუქანგარიში, 30 ფეისბუქგვერდი და 11 ინსტაგრამანგარიში შედიოდა. რუსულმა ქსელმა რეკლამაში დაახლოებით 77 000$ დახარჯა. საქართველოში მოქმედი ანგარიშები ე.წ. "რუსული კანონის" საპროტესტო აქციების დროს აკრიტიკებდნენ აქციის მონაწილეებს და მხარს უჭერდნენ „ქართულ ოცნებას."
Meta RT-ს და რუსეთის სხვა სახელმწიფო მედიაქსელებს კრძალავს
Facebook-ის მფლობელმა კომპანია Meta-მ განაცხადა, რომ RT-ს და სხვა რუსული სახელმწიფო მედიაქსელებს აკრძალავს. კომპანიამ გადაწყვეტილების მიზეზად მათი „უცხოური ჩარევის მცდელობა“ დაასახელა. „ფრთხილი განხილვის შემდეგ, გავაფართოვეთ ჩვენი მიმდინარე აღსრულება რუსული სახელმწიფო მედია საშუალებების წინააღმდეგ. Rossiya Segodnya, RT და სხვა დაკავშირებულ სუბიექტები აიკრძალება ჩვენს აპლიკაციებში გლობალურად უცხოური ჩარევის აქტივობის გამო,“ - ნათქვამია კომპანიის წერილობით განცხადებაში. კომპანია განმარტავს, რომ აკრძალვის აღსრულება უახლოეს დღეებში დაიწყება. Facebook-ის გარდა Meta-ს აპლიკაციები მოიცავს : Instagram-ს, WhatsApp-სა და Threads-ს. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა სექტემბერში განაცხადა, რომ მუშაობს მთელს მსოფლიოში მთავრობების ინფორმირებაზე იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთი RT-ის ფარული საქმიანობის განსახორციელებლად იყენებს და მათ მოუწოდა, შეზღუდონ რუსეთის შესაძლებლობა ჩაერიოს უცხო ქვეყნების არჩევნებში. RT-ს უკვე მოუწია ფორმალური ოპერაციების შეჩერება გაერთიანებულ სამეფოში, კანადასა და ევროკავშირში 2022 წელს უკრაინაში შეჭრის შემდეგ დაწესებული სანქციების გამო. მანამდე, ვაშინგტონმა კრემლის მიერ დაფინანსებული ტელეარხი RT და მისი ხელმძღვანელები, მათ შორის, მარგარიტა სიმონიანი, დაადანაშაულა დეზინფორმაციის გავრცელებით აშშ-ის მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებზე გავლენის და მისდამი ნდობის შერყევის მცდელობაში. ბორელი: 2024 წელს არჩევნები მთელ მსოფლიოში დეზინფორმაციისა და საგარეო ჩარევის მთავარი სამიზნე გახდება აშშ და ევროკავშირი უცხოური საინფორმაციო მანიპულაციისა და ჩარევის წინააღმდეგ თანამშრომლობის გაფართოებაზე შეთანხმდნენ - ექსკლუზივი ევროკომისიამ ტექნოლოგიურ გიგანტებს ევროპარლამენტის არჩევნების დროს დეზინფორმაციისგან დაცვა სთხოვა