უკრაინა და ბულგარეთი თავდაცვის სფეროში თანამშრომლობას გააძლიერებენ - ზელენსკი სოფიაში

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი და ბულგარეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლაი დენკოვი შეთანხმდნენ, რომ ქვეყნებს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა გააძლიერონ. მის შესახებ სახელმწიფოს მეთაურმა ხუთშაბათს სოფიაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

განსახილველ საკითხებს შორის იყო ენერგეტიკული დამოუკიდებლობა და ბაზრის სტაბილურობა.

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ბულგარეთი მზად არის, შეუერთდეს მშვიდობის ფორმულის განხორციელებას. ამის შემდეგ ზელენსკის თურქეთში ელოდებიან.

კერძოდ, ვოლოდიმირ ზელენსკი და რეჯეფ თაიფ ერდოღანი მარცვლეულის ინიციატივისთვის ვადის ამოწურვამდე (17 ივლისამდე), 7 ივლისს შეხვდებიან.


უკრაინის პრეზიდენტი ბულგარეთში ჩავიდა. 5 ივლისს მან Twitter-ზე დაწერა, რომ ერთი კვირა რჩება NATO-ს სამიტამდე - „ევროპაში საერთო უსაფრთხოებისთვის საკვანძო მომენტამდე“.


NATO-ს სამიტი ვილნიუსში, 11-12 ივლისს გაიმართება.

ყველა დონეზე უკრაინულმა მხარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ 2008 წელს ბუქარესტის სამიტზე გაცემული გარანტიები იმის შესახებ, რომ „უკრაინა გახდება ალიანსის წევრი", არ არის საკმარისი. ამის ნაცვლად, უკრაინა სთხოვს მოკავშირეებს, უზრუნველყონ უსაფრთხოების გარანტიები და ალიანსის სრულუფლებიანი წევრობის მკაფიო პერსპექტივა.

ასევე გაეცანით: