პროკურატურა თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით 3 მილიონი ლარის გირაოს შუამდგომლობას აყენებს. საგამოძიებო უწყება ასევე ითხოვს პასპორტის ჩაბარებასა ქვეყნის დატოვების აკრძალვას ითხოვს.
თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს.
როგორც სასამართლო სხდომაზე ბაჩიაშვილმა განაცხადა, მას სამი კვირის განმავლობაში უთვალთვალებდნენ და „ჩაბურული მინებით მანქანები დასდევდნენ“.
„ბოლო 2-3 კვირაა, დამდევენ მანქანები, ექვსი-შვიდი მანქანა, რომლებიც მუდმივად იცვლება. სამართალდმაცაველების მანქანები, აბა, ვისი მანქანები უნდა იყოს. არ ვიცი, ეს კანონიერია თუ უკანონო, მე ამის შესახებ არანაირი განჩინება არ მქონია. მითვალთვალებენ მანქანები ჩაბურული მინებით. პოლიციელები სხედან თუ ვინ, არ ვიცი. უბრალოდ, დაფიქსირება მინდა, სამი კვირის განმავლობაში ერთი და იგივე მანქანები დამდევენ“, – განაცხადა ბაჩიაშვილმა.
საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ დიდი ოდენობით კრიპტოვალუტის მართლსაწინააღმდეგო მითვისებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო.
ის დიდი ოდენობით კრიპტოვალუტის მართლსაწინააღმდეგო მითვისებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზეა ბრალდებული.
პროკურატურის ინფორმაციით, გიორგი ბაჩიაშვილმა 39 215 820 აშშ დოლარის ღირებულების ბიტკოინი მიითვისა.