აშშ-ში ეუთო მისიამ განცხადება გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ აშშ რუსეთის მიერ უკუპირებული რეგიონის ე.წ სასამართლოს გადაწყვეტილებას გმობს.
"აშშ გმობს საქართველოს მოქალაქის, ზაზა გახელაძის 12 წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთას, რუსულმა სამხედრო ძალებმა ის დაჭრეს და ამის შემდეგ ექვსი თვით დააკავეს, "სამხერთ ოსეთის" ადმინისტრაციულ საზღვართან. აღნიშნული არ მოხდებოდა იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი ნაკისრ ვალდებულებებს შეასრულებდა და 2008 წელს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების წესებს დაემორჩილებოდა",- ნათქვამია განცხადებაში.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ აშშ სოლიდარობას უცხადებს გახელაძეს, მის ოჯახს და ყველა იმ ოჯახს, რომელმაც რუსული ოკუპაცია საკუთარ თავზე გამოსცადა.
"აშშ კვლავ განაგრძობს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას",- ნათქვამია აშშ-ის ეუთო/ODHIR განცხადებაში.
ოკუპირებული ცხინვალის ე.წ სასამართლომ ზაზა გახელაძეს 12 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.