ჩინეთის ხელისუფლებამ BBC World News-ის მაუწყებლობა აკრძალა

ჩინეთმა ქვეყანაში BBC World News-ის მაუწყებლობა აკრძალა. აკრძალვას წინ უსწრებდა ბრიტანეთში ჩინეთის სამთავრობო მაუწყებლის ოპერირების უფლების გაუქმება.

ჩინეთი აღნიშნული მოვლენის შესახებ საკუთარ განცხადებაში არ საუბრობს და აცხადებს, რომ BBC ეროვნულ ინტერესებსა და ერთობას ძირს უთხრის.

BBC- აღნიშნულზე გაავრცელა განცხადება და აღნიშნა, რომ მათთვის დასანანია, რომ ჩინეთმა ასეთი გზა აირჩია. კომპანია დასძენს, რომ BBC მსოფლიოში ყველაზე სანდო მაუწყებლობაა და ინფორმაციას სამართლიანად, მიუკერძოებლად ავრცელებს.