ადამ კინზინგერი: რუსული აგრესიის წინააღმდეგ, თავისუფლებისთვის ბრძოლაში საქართველოს მოწინავე პოზიცია უკავია

„რუსული აგრესიის წინააღმდეგ, თავისუფლებისთვის ბრძოლაში საქართველოს მოწინავე პოზიცია უკავია“, - ამის შესახებ „რესპუბლიკელი“ კონგრესმენი აცხადებს.

„საქართველო ამერიკის შეერთებული შტატების უდიდესი და მნიშვნელოვანი პარტნიორია, რომელსაც, რუსული აგრესიის წინააღმდეგ, თავისუფლებისთვის ბრძოლაში მოწინავე პოზიცია უკავია“, - წერს ადამ კინზინგერი Twitter-ზე.

ამავე თემაზე: აშშ-ის კონგრესში ადამ კინზინგერმა და ჯერი კონოლიმ „საქართველოს მხარდასაჭერი აქტი“ წარადგინეს.

კინზინგერი: მტკიცედ ვდგავარ ჩვენი ქართველი მეგობრების გვერდით, რუსული აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში.