დაესწრება თუ არა ზელენსკი NATO-ს სამიტს

11-12 ივლისს ვილნიუსის NATO-ს სამიტზე პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მონაწილეობაზე საბოლოო გადაწყვეტილება არ არის მიღებული. ვიცე-პრემიერი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში, ოლგა სტეფანიშინა უკრაინულ მედიასთან ამბობს, რომ საბოლოო დოკუმენტები განსაზღვრავს, დაესწრება თუ არა პრეზიდენტი სამიტს.

„ჩვენ მთელი ეს კვირა და წინა თვეები გავატარეთ ჩვენს მოკავშირეებთან კომუნიკაციაში. პრეზიდენტს ჰქონდა რამდენიმე ვიზიტი. ჩავიდა თურქეთში შესაბამისი მოლაპარაკებების საწარმოებლად და მისი როლი, ვფიქრობ, ასევე გადამწყვეტი იქნება იმ გადაწყვეტილებების მიღებისას, რომლებიც შეიძლება, მიღებული იყოს შვედეთთან დაკავშირებით.

ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ მხოლოდ საკუთარ თავზე არ ვფიქრობთ, მეგობრებზეც ვფიქრობთ.“ მოლაპარაკებები, რომელსაც [პრეზიდენტის მრჩეველი ანდრი] ერმაკი აწარმოებს უსაფრთხოების გარანტიების შესახებ, გრძელდება. საბოლოო დოკუმენტებზე მუშაობა გრძელდება. გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის“, - აღნიშნა სტეფანიშინამ.


სამიტში მონაწილეობის შესახებ დასმულ შეკითხვას თავად ზელენსკიმაც უპასუხა. ABC news-თან ინტერვიუში მან განაცხადა, რომ უკრაინამ უნდა მიიღოს უსაფრთხოების მკაფიო გარანტიები, ვიდრე ის NATO-ში არ არის - მხოლოდ ასეთ პირობებში ექნებოდა შეხვედრას აზრი.

ვილნიუსის სამიტი 11-12 ივლისს გაიმართება.


ასევე წაიკითხეთ: