აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, NATO-ს კარი ღიაა ახალი წევრებისთვის და ის ღია დარჩება. ამის შესახებ ბლინკენმა ვილნიუსის სამიტამდე ერთი დღით ადრე განაცხადა.
ამერიკელი დიპლომატის თქმით, მოკავშირეები მზად არიან, გააძლიერონ შეკავება და თავდაცვა, დახვეწონ თავდაცვის ხარჯები და უფრო გააღრმაონ კავშირები დაამყარონ ინდო-წყნარი ოკეანის პარტნიორებთან.
„NATO-ს კარი ღიაა ახალი წევრებისთვის და ის ღია დარჩება,“ - განაცხადა ბლინკენმა.
ასევე წაიკითხეთ:
-
რას ელის კიევი NATO-ს სამიტისგან და რას ჰპირდებიან მას მოკავშირეები
-
პოლ გობლი: ვილნიუსის სამიტზე NATO-ს წევრმა ქვეყნებმა გაფართოებისკენ უნდა გადადგან ნაბიჯები საქართველოსა და უკრაინისთვის
შეგახსენებთ, ვილნიუსის სამიტის წინ, აშშ საქართველოს NATO-სკენ სწრაფვას მხარს უჭერს და მთავრობას არსებითი რეფორმების გატარებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ Europetime-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განუცხადა.